понедельник, 13 апреля 2015 г.

მელქისედეკ ნაკაშიძის წერილი კოტე ფოცხვერაშვილს

                                    ჩემს მოწყალეს და ფრიად საყვარელ კოტეს!
მე, თქვენის იმედით, ოც იანვარს დავბრუნდი ბათომში. ჩემი მეუღლე გრიპით ავადმყოფი დამხვდა და აგრეთვე, ჩემი მეზობლებიც. სასტიკი ყინვა და ქარი იყო, და დიდხანს გაგრძელდა და მეც დამემართა გრიპი, მაგრამ მაინც მივედი და ვნახე ფილიპე მახარაძე. მამასავით მიმიღო და პატივი მცა, და მიბრძანა: რადგან აქამდის არ გაუდიდებიათ შენი პენსია მე უთუოდ დაგეხმარები, რომ გაგიდიდონო. რომ დამხმარებოდა ქე გამაგებიებდა. გამოგიტყდე უნდა, და სვიმონ წერეთელს ორი ღია წერილი რომ არ მისვლოდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. ვეღარ ვბედავდით ვალის აღებას და რომ გაგვებედნა, მასესხებელსაც გაუჭირდებოდა სესხად ფული მოეცა ჩვენთვის. იმ წერილებში ეწერა: ,,კოტემ მიბრძანაო ხუთი თუმანი მოუმატეს მელქისედეკ ნაკაშიძის პენსიასო...“, - ეს რომ წაიკითხეს ფულიც მასესხეს, გავთბი, ვჭამე და ქე გახლავართ კარგად. მაგრამ პენსიის გამომცემლებმა, რომლებმაც შარშან დამპირდა მე პენსიის გადიდება და დღემდის არ შეუსრულებია, თქვენ ხომ ვერ გკადრებენ ჩემსავით მოტყუილებას? და თუ გკადრეს, არ აკადრებიებ და აღასრულებიეფ იმათ, რაც დაგპირდენ თქვენ. მე იგინმა დამპირდა: პირველი სექტემბრიდან 1928 წლიდან გაედიდებიათ ჩემი პენსია. ბრძენი და ყოვლადმეცნიერი კაცი ხარ და არ დამაკლებ შენს მეცადინეობას, მხოლოდ იმას გთხოვ ერთი მომწერე, როგორც დამპირდი ისე, როგორ გადაწყვიტეთ იუბილეს, ანუ ჩემი პენსიის საქმე. სხვამა ათასმა რომ მომწეროს, მე მაინც თქვენი და სვიმონის მოწერილი მირჩევნია, რადგანაც თქვენი მოწერილი იქნება სწორი და სასარგებლო.
თქვენი ერთგული მოსამსახურე მელქისედეკ ნაკაშიძე.
ჩემი მისამართი: ქ.ბათუმი. კამოს ქუჩა №13 , ბინა 23.
1929 წელი, 8 მარტი.

  (წერის სტილი დაცულია)
ფოტოზე: თავადი მელქისედეკ ნაკაშიძე. 1909 წელი.


Комментариев нет:

Отправить комментарий