воскресенье, 24 марта 2024 г.

მოგონებები შერმადინ ჭკუასელზე

                                                          

1) ,,ერთხელ ოზურგეთის გაერთიანებული გუნდის რეპეტიციაზე ვიყავით, - იგონებს ტრისტანი. სარეპეტიციო დარბაზი პირველ სართულზე იყო და ქუჩა კარგად მოჩანდა. როცა რეპეტიცია       დეიწყო, საშინელი თქეში წამევიდა. გუნდში 100 კაცზე მეტი ქალი და კაცი ვიყავით, რეპეტიციას ლადიკო ერქომაიშვილი ატარებდა. ვხედავთ ქუჩაში დიდი შავი ქოლგითა და საწვიმარი ,,პლაშით" შერმანდინ ჭკუასელი მოდის. დემული კიკვაძემ სთხოვა ლადიკო ბიძიას - გავჩუმდეთ, შერმანდინი რომ შემუა, მაგან რიხიანი მისალმება იცის და ხმა არავინ გავცეთო.
გეიღო კარი, შერმადინმა გარეთ დაბერტყა ქოლგა, დეიხადა აზიურებზე წამოცმული ,,კალოშები", მეიხსნა ,,პლაში" და ხმამაღლა, ჩვეულ ტონში დეიქუხა - კაი გამარჯობა თქვენი. - დარბაზში აბსოლუტური სიჩუმეა. - გამარჯობა თქვენი, ხალხო! - ხმას არავინ იღებს. შერმანდინმა ნელ-ნელა გეიხსნა ხალათის ღილები, ქამარიც შეიხსნა და, ის იყო შარვალი უნდა ჩეეწია, რომ ქალებმა კივილი ატეხეს - რას შობი, შერმანდი, რას! შერმანდინმა გეიხედ-გამეიხედა აქეთ-იქით და ხმამაღლა იკითხა: - რავა, ხართ აქანე ვინმე აქანა? - ატყდა სიცილ-ხარხარხარი."
 
2) ,,შერმანდინ ჭკუასელს იუმორი სიკვდილამდე არ დუუკარგავს. როცა მძიმე ავად იყო, არავის ნახვა არ უნდოდა. მის სანახავად ბიძაშვილ-მამიდაშვილები ჩამევიდნენ სურებიდან. შერმანდინის მეუღე ანიჩქა ოთახში არავის არ უშობდა, მარა ქალებმა დეიჩემეს - მაგის სანახავათ ჩამუედით ამხელა გზაზე და აუცილებლად უნდა ვნახოთო. შერმანდინი კედლისკენ იყო გადაბრუნებული და კვნესოდა. ქალებმა ზრდილობის გულისთვის მეიკითხეს: - რაფერხარ, შერმანდია, ბიჯო, ხომ ხარ კარქათ, შენი დაწოლა ვინ გეიგონა, ე, ბიჯო, გამეიხედე ჩვენსკენ, დაგვენახე, ნამეტანი მოგვენატრეო. შერმანდინმა თავს ძალა დაატანა და ქალებისკენ გადმობრუნდა. - დედა, დედა, რა კარგად გამეიყურები, ამფერი ლამაზი ახალგაზრდობაშიც არ ყოფილხარ, - მიაძახეს აქეთ-იქედან ქალებმა. - ისემც თქვენი... - შეუკურთხა შერმანდინმა და კედლისკენ გადაბრუნდა.