пятница, 18 марта 2016 г.

ანტონ დუმბაძე - წერილი რედაქციის მიმართ


 დიდი ხანი არ არის, რაც მთელს საქართველოში იყო აღძრული ლაპარაკი შესახებ იმისა, რომ შესაძლო იყო თუ არა გადაღება ქართულის საეკლესიო გალობისა ნოტებზედ. რომელზედაც მეც იჭვნეული ვიყავ. ეხლა, მადლობა ღმერთს, რომ ამ მოკლე ხანში ამ იჭვნეულობას და ლაპარაკს მოეღო ბოლო და მიეცა დასასრული, მით რომ ეს მეხუთე თვე არის, რაც პატ. ფილიმონ ქორიძე ყოველ დღე დაუღალავად მუშაობს და შრომობს ამ საქმეზედ. ქ. ოზურგეთში ერთად ჩემის და ჩემის შვილის, მღვდლის დავითისა და ერთის ჩემის შეგირდის მოლარიშვილის, დახმარებით.
მე, როგორც გამოცდილს და მცოდნეს სრულის საეკლესიო ქართულის გალობისა, ის მაქვს სასიამოვონოდ, რომ ყოველი ეკლესიური გალობა გადადის ნოტებზედ, ისე შეუცვლელ და უნაკლოდ იმ კილოზე, როგორიც არსებობდა და არსებობს გურია-იმერეთში.
ამას გარდა, კიდევ გამოჩნდა ერთი ყოვლად პატიოსანი მამულიშვილი და გულშემატკივარი ამ კარგი საქმისა, რომელიც გულ-მოდგინედ შეუდგა განხორციელებას ამ კარგი საქმისა, მან არ მიხედა არც შრომას, არც ნივთიერ ხარჯსა და სარჯელს და საუკუნოდ ავალებს საზოგადოებას. ეს კაცი არის ისევ ერთი გურულთაგანი მ. შარაძე და მას ეხმარებიან მისი ამხანაგები.


ანტონ დუმბაძე.
პირველ წყარო: გაზეთი ივერია, 1894 წ. 19 მარტი.
წერილი დაბეჭდილია წიგნიდან: „ქართული გალობის მოამაგენი“ ტ. I. ფილიმონ ქორიძე. გვ. 133-134.

ფოტო: 1.ანტონ დუმბაძე. 
             2. ანტონ და დავით დუმბაძეები
          ➡  Iverieli: დავით და ანტონ დუმბაძეები