четверг, 28 мая 2015 г.

წმ. იოანე ოქროპირი - საეკლესიო გალობა

(მეგობრებო, ეს წერილი დაწერილია, იოანე ოქროპირის მიერ, ზოგადად საეკლესიო გალობის შესახებ, და არა, ცხადია, ქართული საეკლესიო გალობის შესახებ. ვფიქრობ, საინტერესოა და მეტად საჭირო ყველა მგალობლისთვის, და არამატო მათთვის.)

რისთვისაა საჭირო საეკლესიო გალობა?! მაშ, ისმინე:
   რადგან ღმერთი ხედავდა, რომ ადამიანთა უმრავლესობის დაუდევრობიდან გამომდინარე, მათ საეკლესიო კითხვა ამძიმებდათ, ამ ღვაწლს უხალისოდ ტვირთულობდნენ და რადგანაც მას სურდა, რომ ეს შრომა სასურველად ექცია და დამთრგუნველი სიმძიმე განექარვებინა, წინასწარმეტყველებებს მელოდია შეუთავსა, რათა თითოეულს, - გალობის კეთილხმოვანებით დამტკბარს, - უაღრესი გულმოგინებით აღევლინა მისთვის წმიდა საგალობელი. და მართლაც, ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას, ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისათვის, რომ აღივსოს ღვთისმოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი. ჩვენი ბუნება იმდენად ტკბება გალობითა და შეწყობილი საგალობლებით და იმდენად არის ამისაკენ მიდრეკილი, რომ ატირებულ და სიმშვიდედარღვეულ ძუძუთა ბავშვებსაც კი აძინებთ სიმღერა. ძიძებს ხელში აჰყავთ ისინი, აქეთ-იქით მიმოდიან, რომელიმე საბავშვო სიმღერას უმღერიან და ამგვარად ჰგვრიან ძილს. ხშირად, სასაპალნე პირუტყვს რომ მიდენიან, მოგზაურები სიმღერით მიჰყვებიან გზას და სწორედ ამ სიმღერით იმსუბუქებენ მოგზაურობის სიმძიმეს. და - არა მხოლოდ მოგზაურები; ასევე მღერიან თვით მიწათმოქმედნიც: ყურძნის დაწურვისას, ვენახის კრეფის და დარჩევისას, ან რაიმე სხვა საქმიანობის დროს. მეზღვაურებიც... ასევე იქცევიან ისინი ნიჩბების მოსმისას. ქალებიც კი, როდესაც ართავენ და აბურდული ნართის გასწორებას შეუდგებიან, ზოგჯერ თითოეული ცალკ-ცალკე, ზოგჯერ კი ყველა ერთად მღერის ხოლმე რომელიმე სიმღერას.
         და საბოლოოდ ყველა: ქალებიც, მოგზაურებიც, მიწათმოქმედნიც და მეზღვაურებიც ამას იმისათვის აკეთებენ, რომ სიმღერით შრომის სიმძიმე შეიმსუბუქონ. რამდენადაც შეწყობილი სიმღერის თანხლებით სულს გაცილებით უადვილდება მოწყენილობისა და შრომის ტვირთვა. ამდენად, რაკიღა ჩვენი სული ამგვარი ტკბობისაკენაა მიდრეკილი, იმისათვის, რომ ბოროტ სულებს გარყვნილი სიმღერების დანერგვით ყველფერი არ გაენადგურებინათ, მათგან დასაცავად ღმერთმა დაადგინა ფსალმუნები, რომელთაგანაც ტკბობა და სარგებელი ერთდროულად გამოედინება.
          საერო სიმღერებმა შეიძლება, გვავნოს, მოგვიტანოს წარწყმედა და სხვა მრავალი ბოროტება, იმიტომ, რომ ყოველივე ცუდი და უზნეო, რაც მათშია, სულში იჭრება, აუძლურებს და რყვნის მას. და პირიქით, სულიერ საგალობლებს დიდი სარგებლობა მოაქვთ, უდიდესი დამოძღვრა, უდიდესი განათლება და ისინი ყოველგვარი სათნოების წინამძღვარს წარმოადგენენ, რადგანაც მათი სიტყვებიც განწმენდს სულს და სულიწმიდაც მეყსეულად მკვიდრდება ამ საგალობლების აღმვლენელის სულში.
        მგალობელი რომ მართლაც ცნობიერად მოუხმობს სულიწმიდის მადლს, ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს პავლე მოციქული: „ნუ დაითვრებთ ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. - შემდეგ იგი უკვე სულით აღვსების საშუალებაზე მიანიშნებს, - ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა“ (ეფ. 5,18-19). რას ნიშნავს „გულითა თქუენითა“? ნიშნავს: ცნობიერად, ისე კი არა, რომ ბაგე სიტყვებს წარმოსთქვამდეს, სული კი გარეგნულ საქმეებზე მიმოდიოდეს, არამედ იმგვარად, რომ სული ისმენდეს იმას, რასაც ენა მეტყველებს.
     ისევე, როგორც ჭუჭყისაკენ მიილტვიან ღორები, ხოლო ყვავილებისა და კეთილსურნელების მიმართულებით ფუტკრები ისწრაფიან, ასევე იქ, სადაც გარყვნილი სიმღერები გაისმის, იკრიბებიან ეშმაკები, ხოლო, სადაც სულიერი საგალობლებია, იქ სულიწმიდის მადლი გარდამოდის და განწმენდს ბაგესა და სულს. ამას მხოლოდ იმისთვის კი არ ვამბობ, რომ მე მაქებდეთ, არამედ იმისათვის, რომ შვილებსაც და ცოლებსაც ასწავლიდეთ, რომ იგალობონ არა მარტო დართვისას, ან სხვა სამუშაოს დროს, არამედ განსაკუთრებულად - ტრაპეზზე, რამდენადაც ეშმაკი თავის სასჯელს უმეტესად ამზადებს სწორედ ნადიმებზე, სიმთვრალის, გაძღომის, უჯერო სიცილისა და სულიერი მოუძლურების ჟამს; და განსაკუთრებით სწორედ ამ დროს - ტრაპეზამდე და ტრაპეზის შემდეგ - ფსალმუნებით უნდა მოვიზღუდოთ თავი და სუფრიდან ადგომის შემდეგ ცოლ-შვილთან ერთად აღვუვლინოთ ღმერთს წმიდა საგალობლები. თუკი შუაღამისას, მოუთმენელი ჭრილობებით აღსავსე პავლე, ფეხზე ხუნდები რომ ესხა და საპყრობილეში იმყოფებოდა, ღვთის სადიდებელს აღავლენდა მაშინ, როდესაც ყველა ტკბილ ძილს მისცემოდა და ვერაფერი - ვერც ადგილი, ვერც დრო, ვერც საზრუნავი, ვერც ძილის სურვილი, ვერც მძიმე შრომით გამოწვეული დაქანცულობა გალობის შეწყვეტას ვერ აიძულებდა მას, მით უმეტეს ჩვენ, ღვთისმიერი კეთილდღეობითა და ნიჭებით აღვსილებმა, უნდა ვუგალობოთ სამადლობელი საგალობელი ღმერთს, რათა, თუკი სულში თრობისა და ძღომის შედეგად რაიმე უწმინდურობა შემოაღწევს, ყოველგვარი ეს არაწმინდება და გარყვნილი სურვილი ფსალმუნთა გალობით განვდევნოთ. და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა ბევრი მდიდარი ადამიანი, რომელიც ბალზამით გაჟღენთილი ღრუბლით წმენდს მაგიდას, რათა ჭამის შემდეგ მასზე დარჩენილი ყოველგვარი ლაქა წარხოცოს და გაასუფთავოს ის. სწორედ ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც: ბალზამის სანაცვლოდ სული სულიერი მელოდიებით აღვავსოთ, რადგანც, თუკი გაძღომის შედეგად სულში რაიმე უწმინდურობა წარმოიშობა, ამ მელოდიით ჩამოვირეცხოთ ის. ყველანი ერთად წამოვდგეთ და შევძახოთ: „მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო და ქმნულთა ხელთა შენთათა ვიხარებდე“ (ფს. 91,4ზ). ფსალმუნთა გალობას შევუერთოთ ლოცვაც, რათა ჩვენს სულებთან ერთად იკურთხოს სახლიც.
     ზოგიერთი ლხინზე ხუმარების, ჯამბაზებისა და უწესო ქალების მოწვევით, დემონებსა და ეშმაკებს უხმობს და საკუთარ სახლს აურაცხელი უწმინდურობით ავსებს. აი, აქედან იშობა ჩხუბი, სიძვა, მრუშობა და აურაცხელი ბოროტება; სწორედ ასევე, იგი, ვინც დავითს უხმობს - თავისი ფსალმუნით, მის მიერ თავად ქრისტეს იწვევს, მაშინ ვერცერთი ეშმაკი შესვლას კი არა, იქ შეხედვასაც ვერ გაბედავს. პირიქით: იქიდან, როგორც წყაროს სათავიდან, მშვიდობა, სიყვარული და ყოველგვარი სიკეთე ამოედინება. სხვები საკუთარ სახლს სანახაობად აქცევენ, შენ კი - ეკლესიად აქციე. და ჭეშმარიტად, იმ შეკრებულობას, სადაც ფსალმუნი, ლოცვა, წინასწარმეტყველთა ზეიმი და მგალობელ სულთა ღმრთივსათნო განწყობილება მეფობს, შეუმცდარად შეიძლება, ვუწოდოთ ეკლესია.
         მაშინაც კი, როდესაც სიტყვების ძალა გაცნობიერებული არ გაქვს, ის მაინც მოახერხე, რომ ბაგეს მათი წარმოთქმა ასწავლო. ენაც განიწმინდება ამ სიტყვებით, როდესაც ისინი მთელი გულმოდგინებით წარმოითქმის. თუკი ამ ჩვევას გამოვიმუშავებთ, მაშინ უკვე ვეღარც ნებით, ვერც სიზარმაცის გამო ვეღარასოდეს მივატოვებთ ამ მშვენიერ საქმიანობას, იმიტომ, რომ ჩვეულება გვაიძულებს, ყოველდღიურად, უნებურადაც კი აღვასრულოთ ეს შესანიშნავი მსახურება. ამგვარი გალობისას, ახალგაზრდა იქნება ვინმე თუ მოხუცი, უხეში ხმის მქონე, თუ სრულიად უმეცარი შეწყობილი გალობისა, ბრალი არაფერში ექნება. აქ უმანკო სულია საჭირო, მღვიძარე გონება, შემუსვრილი გული, მტკიცე ზრახვა, სუფთა სინდისი. თუკი ღვთის წმინდა კრებულში სწორედ ამ თვისებებით შეხვალ, მაშინ თვით დავითის გვერდით შეძლებ დადგომას. აქ არც ქნარია საჭირო და არც დაჭიმული სიმები, არც ხემი, არც რაიმე იარაღის ფლობა. არამედ, თუკი მოისურვებ, შეგიძლია, - ხორციელ ასოთა მოკვდინებით და საკუთარი სხეულის სულთან შეთანხმებით - თავად იქცე ქნარად. „როდესაც „ხორცთა გული არ უთქუამს სულისათვის“ (გალ. 5,17), არამედ, მის გავლენას ემორჩილება და ამ მშვენიერ და საოცარ გზაზე წარემართება. სწორედ ამ დროს შეძლებ სულიერი მელოდიის შექმნას.
            აქ საჭირო არ არის ხანგრძლივი ვარჯიშით შეთვისებული ხელოვნება, არამედ, - მტკიცე გადაწყვეტილება მხოლოდ და მაშინ გამოცდილებას ძალიან სწრაფად მოვიხვეჭთ. ამისათვის არც განსაკუთრებული ადგილია საჭირო, არც განსაკუთრებული დრო, გონიერი გალობა ყოველთვის შესაძლებელია. სავაჭროდ მიდიხარ, მოგზაურობ თუ მეგობრების წრეში ზიხარ, ყველგან ძალგიძს, გააღვიძო სული და უხმოდ გალობაც შესაძლებელია. სწორედ ამგვარად ხმობდა მოსე და უფალმა ისმინა მისი. ხურო ხარ? როდესაც სახელოსნოში ზიხარ და მუშაობ, შეგიძლია, იგალობო. მეომარი ხარ, თუ სასამართლოში იმყოფები, შეგიძლია, იგივე აკეთო...

წმიდა იოანე ოქროპირი.

გაზეთი „ქართული გალობა“, № 6, 2007 წ.

воскресенье, 17 мая 2015 г.

არტემ ერქომაიშვილი - გურული ,,ზარი"

როგორც ყველა შრომის შესაბამისი სიმღერა იყო გურიაში, ისე სამგლოვიარო საგალობელიც იყო, რომელსაც ქვიოდა ზარი. ზარი ორნაირია: ტექსტიანი და უტექსტო, ზარს ასრულებს სამი კაცი, ძველ დროში უზაროდ ტირილი არ შეიძლებოდა. მიცვალებულის პატრონს მოზარე აუცილებლად უნდა მოეწვია, და ტირილის დღეს მიცვალებულს თავზე ადგა და გალობდნენ. მიცვალებულის ახლობელი, ნათესავი უზაროდ ვერ მივიდოდა ტირილში. ნათესავ-მოტირალის მომყოლი მოზარე ეზოსი რომ ჩევიდოდა მოტირალს წინ მიუძღოდა და ზარით მიაცილებდა სადაც მიცვალებული ეხვენა იქამდე; შემდეგ ზარს შეწყვეტდა და უკან ბრუნდებოდა მეორე მოტირალის მოსაყვანად. ასე ცალ-ცალკე მიაცილებდა თითოეულ მოტირალს სანამ არ მოთავდებოდა. მომყოლ მოზარეს სახლში, სადაც მიცვალებული ესვენა, იქ არ ქონდა ზარის თქმის უფლება, რადგანაც იქ მასპინძლის მოზარე იდგა და გალობდნენ. მასპინძლის მოზარე იმ დროს გაჩერებული იყო, როდესაც მოტირალის მომყოლი მოზარე მიუახლოვდებოდა იმ ალაგს, სადაც მიიცვალებული ესვენა. როდესაც ახლო მოაწევდა გადააბარებდა ადგილობრივ მოზარეს და ის კი უკან ბრუნდებოდა მეორე მოტირალის მოსაყვანად. ზარის თქმას ადგილობრივი მოზარე გააგრძელებდა. ტექსტიანი ზარი ყველა მოზარემ არ იცოდა. ის იცოდა მგალობლებმა, და უტექსტო ზარი თითქმის ყველა სოფელში იყო.
ძველ დროში ტირილი უზაროდ არ შეიძლებოდა. თუ თავის სოფელში არ იყო, სხვა სოფლიდან უნდა მოეწვია მიცვალებულის პატრონს მოზარე. ტექსტიანი ზარი, რომელსაც მგალობლები ასრულებდა, ჩამოთვლით შეიძლება რამდენიმე იყო.


არტემ ერქომაიშვილი - (1887 - 1967) (წერის სტილი დაცულია)


ფოტოზე: მელქისედეკ ნაკაშიძის დაკრძალვა, ბათუმი - 1934წ. მარჯვნიდან დგანან: გიგო და არტემ ერქომაიშვილები.


მოისმინეთ გურული ზარი, ანსამბლ - ,,სახიობას" შესრულებით.

ილია ჭავჭავაძე - ქართული ხალხური მუსიკა

ქართული სიმღერა, გალობა, სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში მწყობრის ხმა ჰშველის წყობილ-სიტყვაობას  და  წყობილ-სიტყვაობა  მწყობრს   ხმასა, რათა   მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თავისის გულის ძარღვისცემასიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ჩვენებური ზარი, ეგ გლოვის მუსიკა, პოეზიასთან და-ძმასავით შეთვისხორცებული, იგივე სიმღერაა სევდა-მწუხარებისა, როგორც მაგალითებრ მაყრული - სიხარულისა და ბედნიერებისა, როგორც ორ-პირი - ვაჟკაცობისა, მედგრობისა  და  მხნეობისა...
სიმღერა გულის-თქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე  მთელი ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს... ამის გამო გულის-თქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზიაა, რომელსაც ლესსინგი მუსიკას ეძახის, იგივე ენაა, მხოლოდ ხორცთ-შეუსხმელი, სიტყვით არ-განსაზღვრული, სიტყვით არ-გამორკვეული, იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა, ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველება. ქართველი, როცა ჰკვნესის, სხვა-გვარად, სხვა ხმით, სხვა  კილოთი  ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი  ან  გერმანელი...
ერთის ერის სიმღერა რომ მეორეს მოეწონოს, უნდა მისთვის გასაგები იყოს, და რომ გასაგები იყოს, ისე უნდა შეაჩვიოს ყური, როგორც ენა-მეტყველობას...
შეიყვანეთ ჩვენი გლეხკაცი, ანუ იმისთანა ვინმე, თუნდა თავადიც იყოს, რომელსაც ევროპიული მუსიკა თავის დღეში  არ  გაუგონია, შეიყვანეთ და თუნდა  ბახისა, მოცარტისა  და  ბეტხოვენის  სიმფონიები  მოასმენინეთ, იმას არ მოეწონება, თუმცა კი მთელი ევროპა აღტაცებაში მოდის ხოლმე. ეგ იმიტომ კი არ მოსდის, როგორც ზოგიერთნი ბრიყვნი ამბობენ, რომ იგი გლეხკაცი ანუ თავადი კაცობრიულ ნიჭს მუსიკის სიამოვნებისას მოკლებულია. აქ მიზეზი მარტო გაუგებრობაა, არ-ცოდნაა, და არა გრძნობა მოკლებულობა...
სიმღერის, პოეზიის სიამოვნების ნიჭი საყოველთაო კუთვნილებაა ადამიანისა. არ არის ქვეყანაზედ ადამიანი ამ ნიჭს მოკლებული, ყრუისა და მუნჯის მეტიარ ვიცით, თეორია ამაზედ რას იტყვის, ხოლო რამოდენადაც ეს სხვადასხვაობა გასარჩევია ყურისათვის, იმოდენად მართალი ვიქნებით ვსთქვათ, რომ აზიის არა რომელისამე ერის სიმღერას არა ჰგავს აქაური ბანით სათქმელი სიმღერა...
აქ საკუთარი, თვით-ნარჩენი, თვით მყოფი სიმღერაა და ამ მხრით მუსიკის მცოდნე კაცთა თვალში ქართული სიმღერები სრულს ახალს ამბავს უნდა  წარმოადგენდეს მუსიკის ისტორიისა  და  თეორიისათვის...
არიან ჩვენში მუსიკის მცოდნე უცხო ქვეყნის ორიოდე კაცნი, რომელნიც ამ მხრით დაჰკვირვებიან ჩვენს სიმღერებს, სცდილან მისი ვითარება, თვისება, ხასიათი ზედმიწევნით და ღრმად ემცნოთ და იმათაც ფიქრად მოსდით იგივე, რაც ჩვენა ვსთქვით ქართულის სიმღერების თვით-ნაჩენობისა და თვით-მყოფობაზედაც, რომელიც ასე კადნიერად უარჰყოფს მუსიკოსობას ჩვენის სიმღერისას და ამბობს, რაღაც ველურის, ნადირ-კაცის ბღავილიაო და არა იგი მწყობრი, ხმა-ტკბილი გალობა, რომელიც კაცს ესიამოვნებაო...
ის მუსიკის მცოდნე კაცნი, რომელიც დღეს მიუზიდნია ქართულის სიმღერების სიკეთეს და სიტკბოებას, ბევრს ღირსებას ჰპოულობენ და ბევრსაც მეცადინეობენ გადაიღონ ნოტებზედ საყოველთაო  საცნობელად.

ილია ჭავჭავაძე - 1896 წელი. 


წიგნიდან : ილია ჭავჭავაძე -  ,,ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვიალია" - ავტ. ზაურ თეთრუაშვილი (წიგნი მეორე) 22.02. 2012 - 15.10.14 წწ. 

აკაკი წერეთელი - რამოდენიმე სიტყვა ქართული გალობის აღდგინების გამო


მე მგონია, ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, რომ საქართველოს ერთობის დროს ენაც ერთი გვქონია, ღრმად შემუშავებული და წესივრადაც დაკანონებული. ამას გვიმტკიცებენ: ,,ვერფხისტყაოსანი“, ,,ვისრამიანი“, ,,დარეჯანიანი“, ,,რუსუდანიანი“ და სხვ. აგრეთვე აღარც ის არის საეჭვო, რომ სამეფოს გაყოფისა და დაცალცალკევების შემდეგ ენასაც ხრწნილება შეპარვია. ადგილობრივი კილო მიუღია და ისე შელახულა, რომ დღეს ის კანონიერი ენა აღარსად ისმის, - მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს ენის სრულიად დაკარგვას. ავიღოთ, მაგალითად, ძვირფასი რამ მანიაკი: ის რომ იმისთანა უფსკრულში ჩავარდეს, საიდანაც ამოღება შეუძლებელია, მაშინ ეთქმის დაკარგულობა და თუ მხოლოდ ის ძაფი გაუწყდა, რომელზედაც აუსხავთ მისი მარცვლები, გაიფანტა მარგალიტები და გაიბნა აქეთ-იქეთ, სხვადასხვა კუთხეებისკენ, ეს არ იქნება დაკარგვა. საჭირო იქნება მხოლოდ იმ გაბნეული მარგალიტების მოძებნა, პოვნა, აკრეფა, მოგროვება და ხელახალ ძაფზედ ასხმა, და ხელში დაგვრჩება ისევ ძველი სამკაული, გაწმენდილი და გაახლებული, მაგრამ მარტო ერთ რომელიმე კუთხეში რომ აკრიფოს ვინმემ მხოლოდ იქ მიგორებული მარცვლები და სხვაგან აღარ ეძიოს, თანვე იმ მარგალიტებს ააყოლოს ლობიოს მარცვლებიც, აასხას მანიაკად და იძახოს: ეს არის ნამდვილი ის ჩვენი ძველი მანიაკიო, ეს იქნება პირდაპირი ან უგუნურება და ან სიზარმაცის ნიშანი.
სწორედ ამგვარ მდგომარეობაშია დღეს ქართული ენა და ზოგიერთა მისი ცოდნის მჩემებლებს - ზოგს ქალაქური, კინტოური, სხვადასხვა ენებისგან შემდგარი ენა ჰგონია ნამდვილი ქართული, ზოგს სიტყვებდაკარგული ამერული და ზოგს სხარტულობით გაცეტებული იმერული, მაგრამ ყველანი კი სტყუიან და, სანამ ყოველ კუთხეს არ მოივლიან, ყველგან არ გამოსძებნიან სიტყვებს და არ შეასწორებენ ძველთაგან, ცუდად მოყვრობენ სამშობლო ენას.
რაც ენის შესახებ ვსთქვით, ისევე ითქმის ქართულ გალობაზედაც. თავდაპირველ ბერძნულიდან შემოგვიღია გალობა. მაგრამ ისე კი გაგვიქართულებია, ესე იგი მიგვიცია ისეთი ადგილობრივი კილო და ხასიათი, რომ დედანს აღარ გვაგონებს და ჩვენს ეკლესიას ეკლესიას პატივსაცემად და საგონებლად იმ პირველ მოძღვრისა, ქართულ გალობაში ,,ისპოლა“ დაუტოვებია და დღესაც ბერძნულის სიტყვებით ჰგალობს. ენისა არ იყოს, გალობაც ადრე ერთი და იგივე ყოფილა საზოგადოდ საქართველოში  და დღეს კი ისიც დამახინჯებულია. ამ ნაკლულევანებას ყოველთვის ვგრძნობდით, გვინდოდა როგორმე ნოტებით აღგვედგინა, მაგრამ დღემდის მცოდნე პირები გვარწმუნებდნენ, რომ შეუძლებელიაო  და დღეს კი, როდესაც ბ. ქორიძემ მაგალითი გვიჩვენა, ყოველი კუთხიდან გამოჰყვეს თავი და შინაური, თუ გარეული იმას იძახის: არა, მე უკეთ შევადგენ და არა მეო!.. კეთილი და პატიოსანი!.. ძალიან კარგი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ იმათ პირადი რამ ანგარიში და კუდაბზიკობა ამოქმედებთ და სხვადასხვა ჩვეულებრივ ხრიკებს იქამდი მიუწევია, რომ ლამის საქმე არივ-დარიონ რაღაც წვრილმანური პატრიოტობის გამოჩენით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაკვირვებს კომიტეტის მოქმედება ის ისეთ რამეებს აჰყოლია, რომ თუ ერისკაცთაგანაც საზოგადო თანაგრძნობისა და დახმარების სურვილი აქვს ამ საქმეში, ასე არ უნდა იქცეოდეს! ერთი ამბობს: ,,მე ჯერ შევისწავლი ნოტებს, მერე დავივლი იმერეთს, შევასრულებ გალობას და მერე დაგიწერთო“. მეორე არწმუნებს, რომ მე არც ენა ვიცი და არც ხასიათი, მაგრამ ნოტებზე კი, რაც გინდათ, თვალის დახამხამებამდი გადაგიღებთო და სხვ. და სხვ. კომიტეტიც ყურს უგდებს და არ იცის, რა ქნას!.. საქმეს ტყუილუბრალოდ აჭიანურებენ და საგულისხმო ვერა გამოურჩევიათ რა. ბოლოს კი, თითქოს აუქციონით ჰყიდდნენ რამეს, გადაუწყვეტიათ, ვინც უფრო იაფად გადაიღებს, იმას მივცეთო და, რასაკვირველია, რომ ესეც უბრალოდ და უსარგებლოდ დროის დაკარგვაა. როგორ თუ გადაიღებს? ჯერ აღდგინება უნდა და მერე გადაღება!..  განა დაწერა და გადაწერა ერთი და იგივეა? ვინც კი ანბანი იცის, იმას ადვილად შეუძლიან უმეტ-ნაკლებოდ გადახატვით გადასწეროს, რასაც კი მისცემთ გადასაწერად, მაგრამ, თუ ის ენა არ ესმის და შესწავლილი არა აქვს, რომლიდანაც სწერს, როგორ გაიგებს - სად რა შეცდომაა, სად მეტია, სად აკლია, და, მაშ, როგორღა გაასწორებს და აღადგენს დედანს? გალობაც ასე: ,,ანბანურად“ ნოტებით მისი გადაღება ძნელი არ არის, მაგრამ აღდგინება? ნუთუ ქართული გალობა ისე დასრულებულია, რომ აღარ ეჭირვება რა გარდა ნოდებით გადაცემისა? და სად არის გალობა? და რომელია? ზოგი ამტკიცებს ,,კარბელოვის“ გალობააო და ზოგი იძახის ,,გურულიაო“! უკაცრავად კი გახლავართ, მაგრამ ორივე მხარე კი სტყუის...
,,კარბელოვის“ გალობა არის მხოლოდ პირველი დასაწყისი გალობისა, პირველი გაკვეთილი და იმ პირველ მუხლით გალობენ ყოველ საგალობელს, ისე როგორც ახალი მოსწავლე ამოსაღებით ჰკითხულობს ყოველგვარ წიგნს, ,,ალილოს“, ,,სალხინოს“, ,,საზაროს“, ,,საძილისპიროს“, ,,სადღესასწაულოს“, და ,,ჭრელს“, თუ ,,საკარნახოს“ - ყველას ერთიანად იმავ კილო-ხმით გალობენ.
გურული გალობა, მართალია, სრული სკოლა არ არის, მაგრამ მეტის კრიმანჭულებით გადაუსხვაფერებიათ, გადაუცდენიათ კანონზე და ძველებურად ვეღარც ის ხატავს საგანს და, მაშასადამე, ეს გალობები რომ გადავიღოთ მითი მოვრჩეთ საქმეს, პირველ შემთხვევაში, უგუნურება იქნებოდა და, მეორეში - შეცდომა. არა, კომიტეტს თუ მართლა გულწრფელად სურს გალობის აღდგინება, უნდა აიჩინოს მცოდნე პირი. იმან უნდა მოიაროს მთელი საქართველო, ყოველ კუთხეში და ყოველგან დაუგდოს ყური საერო კილო-ხმებს, თვითონაც შეისწავლოს; ნამეტანი რაც შეჰპარვია გალობას, გამორიცხოს, რაც აკლია - შეავსოს, აღადგინოს ნელ-ნელა აუჩქარებლად და სხვებსაც ასწავლოს: ამგვარად შედგება სკოლა და გალობაც თანდათან სისრულეში მოვა. როგორც საქმის მოსარჩლე და არა პირადობისა, ვიტყვი, რომ ამგვარი მოთავე კიდეცა გვყავს ბ. ქორიძე. ვისაც გაუგონია მისგან ნოტებზედ გადაღებული გალობა  და სიმღერები, თუ არა ჟინით, წინააღმდეგობას ვერ დაიწყებს. ჩვენ არ ვიტყვით, რომ კიდევ უკეთესიც არ შეიძლებოდეს, მაგრამ ეს საზოგადო კანონია ყოველისფრისათვის!.. დღეს თუმცა მხოლოდ მარტო სამს ხმაზედ არის შედგენილი ეს გალობა, დანაშთენი ხმები არ ჩაერთვის და გუნდიც არ შემდგარა, მაგრამ მაინც გულს ელხინება მისი მოსმენა.  განსაკუთრებით გურული კრიმანჭულები საუცხოვოდ არიან გადაღებულნი. გალობას მხოლოდ ერთი მცირე რამ შევნიშნეთ, რომელიც ადვილი გამოსაწორებელია: სამივე ხმა ერთად იწყებს და ეს წინააღმდეგია ქართული გალობის: ,,მოძახილი“ მიტომ ჰქვიან ერთ ხმათაგანს, რომ მერე უნდა დაეხმაროს, საზოგადოდ მთქმელი იწყებს, მაღალი ბანი მოსძახებს, კრინი აბამს, ბანი მხარს აძლევს, დგრინი აგვირგვინებს და ძილი ატკბობს...
ამათ ყველას თავ-თავის დრო აქვს და შიგადაშიგ შეერთებულად ხმას გამოსცემენ ხოლმე და კიდეც ამაშია ჩვენი გალობის ტკბილხმოვანების საიდუმლო.



აკაკი წერეთელი - 1884.   


წიგნიდან: ,,მამული, ენა, სარწმუნოება" - თბილისი. 2012 (წერის სტილი დაცულია)

понедельник, 4 мая 2015 г.

ექვთიმე კერესელიძე - შთასახედი


qarTuli galobis wesi da kanoni aris, rom qarTuli galoba unda iswavlon: jer namdvil kilozed mis moswavleebma da mere Tu daisaWirova misi gamSveneba.
yvela sagalobels Tav-Tavisi sakuTari bunebiTi kilo aqvs, da es kilo, misi sakuTari bunebiTi gza aris; roca mgalobeli namdvil kiloze ityvis sagalobels, is advilad igalobebs, advilad da martivad gava bolomdis, da adviladve iswavleba da aswavlis, xolo Semdgomad swavlisa, ecodineba yvela muxlebis xmis mimoxvrani, Tu rogori da ra nairia, da Tu unda rom igalobos kiloze ufro umSvenieresad, maSin mgalobeli Tavis smenisa da niWisamebr Siga da Sig zogierT kilos muxlebidgan xmiT gadava Sesaferad galobisa da Tavis niWisamebr Siga da Sig gaamSvenebs, gaavardiSebs da Semdeg isev Siga da Sigve kilossave kvals daadgeba. am gvarad yovel niWier kacs kilos mixedviT sxva da sxva nairad SeuZlia gaamSvenos da gaavardiSos. xolo Tu kilo ar iqmna, maSin raRa unda gaamSvenos?! maSasadame kilo aris safuZveli galobisa, romlis xmis ZarRvzed yvela xmis mimoxvrani damokidebul arian. vinc galoba kilozed kargad iswavla, is mixvdeba Tu sad ra nairi vardiSi da xmis triali gaewyoba; xolo Tu kilo galobisa ar iswavle, aramed iswavle martiva[d] vardiSiT Tqma, is ver mixvdeba da verc miagnebs Tu ra nairi kilosi iyo is sagalobeli! amitom sagalobeli an marto kiloze unda igalobon, an SigadaSig gamSvenebiT. xolo marto gamSveneba da gavardiSeba mTeli sagalobelisa ar SeiZleba: is iqneba usafuZvlo da uargisi, radgan gadavardeba Tavis wesieris gzidgan da daikargeba kilo, da kilos dakargva igive galobis dakargva aris. amitom am qvemoT Tqmul notebiT sagalobelSi davswereT kiloTi da SigadaSig zogierTi muxlebi gamSvenebul-gavardiSebiT, da sadac gamSvenebuli muxlia, iqve imave fardebsa da zomebSi or nairad davswereT: kilos Tqmas Tavisi gza miveciT: zemoT notis xelebis aweviT, da vardiSs anu gamSvenebas Tavisi gza: notis qvemoT xelebis daSvebiT; am nairi wesiT erTi da igive sagalobeli or nairad SeiZleba igalobos, kiloTic da vardiS-gamSvenebiTac. am nairad dawerils sagalobels am wignSi xSirad SexvdebiT.
rogorc zemod vsTqvi: kilos sagalobels Tavisi bunebiTi gza aqvs Tavidgan bolomdis, xolo gamSvenebas ki erTsa da igivemuxlSi sxvadasxvanairad avardiSeben da amis gamo gamSvenebas erTi niadagi ara aqvs. kilos sagalobeli umaRlesad kanonierad cnobili, miRebuli da damtkicebuli aris vidre vardiSi.
kilo galobis swavla TiTqmis yvela kacs SeuZlia, xolo gavardiSebuls ki, yvela verc ityvis da verc iswavlis.
Cven Zvel dros: saswavlebelebSi yovelTvis kilos galobas vaswavlidiT xolme zepir- metyvelebiT. agreTve yovelgan samRvdelo da sadiakvneebs kilozed vaswavlidiT galobas, kidec egzemenebs iWerden da saRmrTo samsaxurSi Sediodnen.
am gvarad axlac ueWveli saWirod Seiqmna, martivi kilo, galoba, sada, da gauardiSebeli: rogorc calfa pirvel xmad saTqmelad mRvdelTa da diakonTaTvis, egreT sam xmazed gawyobili mgalobelTa saTqmelad. amitom davswereT notebiT mTeli sami wirvis wesi sam xmaze gawyobiT. Tavis yovel sadResaswaulo troprebiT da mecxre sZlispirebiT: martiv, sada, bunebiTi kilozed da miveciT am wignSi sakuTari adgili, romlis Semdegic ixileT.


†  wmida eqvTime aRmsarebeli (kereseliZe)

1. daculia xelnawerTa erovnul centrSi, Q674, gv. 89-9.
2. stili daculia.