суббота, 21 марта 2015 г.

პოლიევქტოს კარბელაშვილი - ქართული გალობისთვის

თვით ქართული კილოები ჩემულობენ დიდხნიერ სიძველესა და პატივისცემით მოპყრობას თხოულობენ, ყოველის ქართველისაგან, რადგანაც ყოველი ძველთაგან დარჩენილი ,,კილოარის ხმა გულისა-სულისა, გამომხატველი რომელიმე აზრისა და სასურველისა. გალობა, როგორც ხმა არის გამომხატველი სულიერის მადლიანობისა ; იგი არის სულისა და გულის საუბარი-ვედრება პატივად რომელიმე უმაღლესის არსებისა, შექმნილი და შემუშავებული ერისაგან იმავე თავით, შექმნილი და შემუშავებული თავისებურის, თვითმყოფის მოხერხებით მამა-პაპათაგან სამშობლო მიწა-წყალზედ, სამშობლო ცის ქვეშ.
ეგრეთს სამშობლო სიმღერასა და გალობასა ყოველი ერი შეჩვეულია დაბადებიდანვე და ამიტომ, რომელიმე სხვა ერის - სატრფიალო გალობა-სიმღერა ჩვენს ყურს ეხამუშება, გულს არ ეკარება, სასოებისა და ლოცვისთვის არ აღძრავს კაცსა. ამიტომ, ერთი უმთავრესი მიზეზთაგანი ქართველთა სარწმუნოებრივი დაქვეითებისა დღეს არის ქართული საეკლესიო გალობის დაცემა..
სამაგიეროდ, მამა-პაპათა სარწმუნოება და მისი თავგანწირვამდე სიყვარული აიხსნება მხოლოდ სამშობლო გალობის გავრცელებით. მუდმივი გალობის სმენა წირვა-ლოცვის დროს ანელებდა ქართველ კაცსა გადახდილ ჭირთა და უკეთესის მერმისის სასოებას უბადავდა. აი, იდუმალა ძალა სამშობლო გალობისა და ამიტომ ჩვენ, ყველასათვის სანატრელია მისი კვლავ აღდგენა და გავრცელება ჩვენს ხალხში.
კაცის მჭამელზედ უარესია მომსპობი და შემცვლელი სამშობლო გალობისა და სიმღერისა, - უცხო იქნება იგი, თუ შინაური. სამშობლო გალობისა და სიმღერის დაკარგვასა და შეცვლასა მე ვადარებ სამშობლო-ენის, თვით სამშობლოს დაკარგვასა!


პოლიევქტოს კარბელაშვილი

წიგნიდან : ,,ქართულის საერო და სასულიერო კილოები". პოლიევქტოს კარბელაშვილი. (მეორე გამოცემა) თბილისი 2011 . გვ, 16.

Комментариев нет:

Отправить комментарий