суббота, 21 марта 2015 г.

რაჟდენ ხუნდაძე - როდის არის ქვეყანა ბედნიერი


    წარსულის ქვეყნიურ დროთა ბრუნვის მატიანეს თუ თვალს გადავავლებთ, აწმყოს მხედველობაში მივიღებთ და მომავალსაც წამოვიდგენთ, მაშინ ცხადად დავინახავთ, რომ ქვეყანა დროთა ბრუნვაში ბედნიერიც არის და უბედურიც. როდის არის და რომელ შემთხვევაში უნდა ჩავთვალოდ ქვეყანა ბედნიერად?
    ამის პასუხად ზოგმა ეგებ მოგვიგონოს ,,ქვეყანა მაშინ არის ბედნიერი, როდესაც პური ბევრი მოვა და ღვინო კისერში ჩასასხმელად გვექნებაო". მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ ეს ასე როდია. ქვეყანა მაშინ არის ბედნიერი, როდესაც მასში კაცები ცხოვრებენ. ამაზედ მკითხველმა ეგებ, უეცრად კიდევაც გადაიხარხაროს და შემდეგ მოგვიგოს : ,,ქვეყანაზე კაცები ყოველთვის სცხოვრობდნენ, მაშასადამე ქვეყანა ყოველთვის ბედნიერი ყოფილაო“. ამის პასუხისათვის ჩვენ შორს არ წავალთ და ყველასაგან გაგონისლს ფაქტს მოვიყვანთ : ერთხელ ფილოსოფოსი დიოგენი გამოვიდა თურმე დღისით, ხელში მოკიდებული სანთელი ეჭირა ფანრით და რაღაცას დაეძებდა; როცა ჰკითხეს : ,,რას დაეძებო?“ დიოგენმა უპასუხა : ,,კაცსო“. ნუთუ კაცები მაშინ არ სცხოვრობდნენ? სცხოვრობდნენ, მაგრამ მარტო კაცის სახით და სახელით არ ჩაითვლება კაცი კაცად. 
როგორი კაცებით გახდება ქვეყანა ბედნიერი? ქვეყანა არის ბედნიერი იმ კაცებით, რომელთაც უზენაესი ბუნებისაგან მონიჭებული ტალანტი მიწაში არ ჩაუფლავთ, არამედ შრომით, ღვაწლით და მეცადინეობით აღუფრთოვანებიათ იგი და განწმედილი გრძნობით გამოაქვთ საზოგადო ასპარეზზე და საბედნიეროდ მოძმეთა ამოქმედებენ; მოძღვარი, - მოძღვრებით, მწერალი, - წერით, მუშაკი, - მუშაკობით და შესაფერად სხვანი თავ-თავის დანიშნულებისა. აი, როცა ამგვარი კაცები ხშირია ქვეყანაზე, მაშინ არის ქვეყანა ბედნიერი, მაშინ ყვავის იგი. მაგრამ, სამწუხაროდ ამგვარ პატიოსან მშრომელთა, ხშირად ხელს უშლის გარყვნილების ნიაგადზე შემუშავებული ტალანტის მქონე პირნი, მათს მოქმედებას და მოღვაწეობას ფრთებს კვეცს და ფართო ნიადაგზე დამყარებულს სივიწროეზე დაიყვანს ხოლმე.
მოგეხსენებათ, ბატონებო, რომ ქვეყანაზე ორი ჭერის ხალხი ცხოვრობს; ერთი - სასარგებლო მოღვაწეობას ეწევა და მეორე კი, - ძმათა დაბრკოლების ჩარხებს ატრიალებს. ამ უკანასკლენთა შორის, რასაკვირველია, განვითარებული ტალანტის მქონენიც ბევრი არიან, მაგრამ სამწუხაროზე უარესი ის არის, თუ მტერს იარაღი უჭირავს და, თუ შემოგკრა, ისე დაგაჩენს, რომ ძნელად თუ გადაურჩე. ამგვარი პირებიც ესეა; როცა ამგვარი პირები ხალხში უმრავლესობას შეადგენენ, მაშინ ქვეყანა უბედურია მით, რომ ბურთი და მოედანი უმრავლესობას რჩება ყოველთვის. ძლიერებას თავისი გააქვს, მაგრამ რას იზამ, ქვეყანა ამ უკანასკნელ ბოროტთა მოქმედებას ძნელად დააღწევს თავს, როდესაც ამგვარი პირები შეადგენს უმრავლესობას.
ეს რომ ასეა, ამაში წარსული საუკუნეების პირმოუფერებელი ისტორია გვარწმუნებს, პატიოსან მოღვაწეს, ძმათა მოყვარეს, სამშობლოს ერთგულს და კანონის მოყვარეს პირუფერებელი ისტორია დადებითად მოიხსენებს, ხოლო ქვეყნის მოღალატეს, თავისი საკუთარი ინტერესებისათვის ძმათა მჩაგვრელს, კეთილის მოძულეს, ბოროტის მოყვარეს, ერთი სიტყვით, გარყვნილების ნიადაგზე ვისაც დაუმყარებია თავისი ტალანტი, და ხმარობს იმას სიმართლისა და კეთილი საქმის ცელად, ამგვარ პირებს ისტორია ისტორია პირმოუფერებლად და ზიზღით აღიარებს. ხოლო წამკითხველი ისტორიისა (რომელ დროსაც არ უნდა იყოს იგი) წყევასა და შეჩვენებას მიუძღვნის საკურთხად.
რომ ქვეყანაც ბედნიერი იქნეს და ჩვენც ზიზღით არ მოგვიხსენიოს მომავალმა, ამისთვის არის საჭირო, ჩემის ფიქრით, გონების განვითარება, . . სწავლის შეძენა, ისეთი სწავლა უნდა შევიძინოთ, რომელმაც ღმერთიც უნდა შეგვაყვაროს და მოყვასიც.

მთავარ-დიაკვანი რაჟდენ ხუნდაძე.

წყარო : გაზეთი ,,მწყემსი".  1@), 1887 წ. 15-IX.

Комментариев нет:

Отправить комментарий