воскресенье, 17 мая 2015 г.

არტემ ერქომაიშვილი - გურული ,,ზარი"

როგორც ყველა შრომის შესაბამისი სიმღერა იყო გურიაში, ისე სამგლოვიარო საგალობელიც იყო, რომელსაც ქვიოდა ზარი. ზარი ორნაირია: ტექსტიანი და უტექსტო, ზარს ასრულებს სამი კაცი, ძველ დროში უზაროდ ტირილი არ შეიძლებოდა. მიცვალებულის პატრონს მოზარე აუცილებლად უნდა მოეწვია, და ტირილის დღეს მიცვალებულს თავზე ადგა და გალობდნენ. მიცვალებულის ახლობელი, ნათესავი უზაროდ ვერ მივიდოდა ტირილში. ნათესავ-მოტირალის მომყოლი მოზარე ეზოსი რომ ჩევიდოდა მოტირალს წინ მიუძღოდა და ზარით მიაცილებდა სადაც მიცვალებული ეხვენა იქამდე; შემდეგ ზარს შეწყვეტდა და უკან ბრუნდებოდა მეორე მოტირალის მოსაყვანად. ასე ცალ-ცალკე მიაცილებდა თითოეულ მოტირალს სანამ არ მოთავდებოდა. მომყოლ მოზარეს სახლში, სადაც მიცვალებული ესვენა, იქ არ ქონდა ზარის თქმის უფლება, რადგანაც იქ მასპინძლის მოზარე იდგა და გალობდნენ. მასპინძლის მოზარე იმ დროს გაჩერებული იყო, როდესაც მოტირალის მომყოლი მოზარე მიუახლოვდებოდა იმ ალაგს, სადაც მიიცვალებული ესვენა. როდესაც ახლო მოაწევდა გადააბარებდა ადგილობრივ მოზარეს და ის კი უკან ბრუნდებოდა მეორე მოტირალის მოსაყვანად. ზარის თქმას ადგილობრივი მოზარე გააგრძელებდა. ტექსტიანი ზარი ყველა მოზარემ არ იცოდა. ის იცოდა მგალობლებმა, და უტექსტო ზარი თითქმის ყველა სოფელში იყო.
ძველ დროში ტირილი უზაროდ არ შეიძლებოდა. თუ თავის სოფელში არ იყო, სხვა სოფლიდან უნდა მოეწვია მიცვალებულის პატრონს მოზარე. ტექსტიანი ზარი, რომელსაც მგალობლები ასრულებდა, ჩამოთვლით შეიძლება რამდენიმე იყო.


არტემ ერქომაიშვილი - (1887 - 1967) (წერის სტილი დაცულია)


ფოტოზე: მელქისედეკ ნაკაშიძის დაკრძალვა, ბათუმი - 1934წ. მარჯვნიდან დგანან: გიგო და არტემ ერქომაიშვილები.


მოისმინეთ გურული ზარი, ანსამბლ - ,,სახიობას" შესრულებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий