воскресенье, 17 мая 2015 г.

ილია ჭავჭავაძე - ქართული ხალხური მუსიკა

ქართული სიმღერა, გალობა, სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში მწყობრის ხმა ჰშველის წყობილ-სიტყვაობას  და  წყობილ-სიტყვაობა  მწყობრს   ხმასა, რათა   მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თავისის გულის ძარღვისცემასიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ჩვენებური ზარი, ეგ გლოვის მუსიკა, პოეზიასთან და-ძმასავით შეთვისხორცებული, იგივე სიმღერაა სევდა-მწუხარებისა, როგორც მაგალითებრ მაყრული - სიხარულისა და ბედნიერებისა, როგორც ორ-პირი - ვაჟკაცობისა, მედგრობისა  და  მხნეობისა...
სიმღერა გულის-თქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე  მთელი ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს... ამის გამო გულის-თქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზიაა, რომელსაც ლესსინგი მუსიკას ეძახის, იგივე ენაა, მხოლოდ ხორცთ-შეუსხმელი, სიტყვით არ-განსაზღვრული, სიტყვით არ-გამორკვეული, იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა, ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველება. ქართველი, როცა ჰკვნესის, სხვა-გვარად, სხვა ხმით, სხვა  კილოთი  ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი  ან  გერმანელი...
ერთის ერის სიმღერა რომ მეორეს მოეწონოს, უნდა მისთვის გასაგები იყოს, და რომ გასაგები იყოს, ისე უნდა შეაჩვიოს ყური, როგორც ენა-მეტყველობას...
შეიყვანეთ ჩვენი გლეხკაცი, ანუ იმისთანა ვინმე, თუნდა თავადიც იყოს, რომელსაც ევროპიული მუსიკა თავის დღეში  არ  გაუგონია, შეიყვანეთ და თუნდა  ბახისა, მოცარტისა  და  ბეტხოვენის  სიმფონიები  მოასმენინეთ, იმას არ მოეწონება, თუმცა კი მთელი ევროპა აღტაცებაში მოდის ხოლმე. ეგ იმიტომ კი არ მოსდის, როგორც ზოგიერთნი ბრიყვნი ამბობენ, რომ იგი გლეხკაცი ანუ თავადი კაცობრიულ ნიჭს მუსიკის სიამოვნებისას მოკლებულია. აქ მიზეზი მარტო გაუგებრობაა, არ-ცოდნაა, და არა გრძნობა მოკლებულობა...
სიმღერის, პოეზიის სიამოვნების ნიჭი საყოველთაო კუთვნილებაა ადამიანისა. არ არის ქვეყანაზედ ადამიანი ამ ნიჭს მოკლებული, ყრუისა და მუნჯის მეტიარ ვიცით, თეორია ამაზედ რას იტყვის, ხოლო რამოდენადაც ეს სხვადასხვაობა გასარჩევია ყურისათვის, იმოდენად მართალი ვიქნებით ვსთქვათ, რომ აზიის არა რომელისამე ერის სიმღერას არა ჰგავს აქაური ბანით სათქმელი სიმღერა...
აქ საკუთარი, თვით-ნარჩენი, თვით მყოფი სიმღერაა და ამ მხრით მუსიკის მცოდნე კაცთა თვალში ქართული სიმღერები სრულს ახალს ამბავს უნდა  წარმოადგენდეს მუსიკის ისტორიისა  და  თეორიისათვის...
არიან ჩვენში მუსიკის მცოდნე უცხო ქვეყნის ორიოდე კაცნი, რომელნიც ამ მხრით დაჰკვირვებიან ჩვენს სიმღერებს, სცდილან მისი ვითარება, თვისება, ხასიათი ზედმიწევნით და ღრმად ემცნოთ და იმათაც ფიქრად მოსდით იგივე, რაც ჩვენა ვსთქვით ქართულის სიმღერების თვით-ნაჩენობისა და თვით-მყოფობაზედაც, რომელიც ასე კადნიერად უარჰყოფს მუსიკოსობას ჩვენის სიმღერისას და ამბობს, რაღაც ველურის, ნადირ-კაცის ბღავილიაო და არა იგი მწყობრი, ხმა-ტკბილი გალობა, რომელიც კაცს ესიამოვნებაო...
ის მუსიკის მცოდნე კაცნი, რომელიც დღეს მიუზიდნია ქართულის სიმღერების სიკეთეს და სიტკბოებას, ბევრს ღირსებას ჰპოულობენ და ბევრსაც მეცადინეობენ გადაიღონ ნოტებზედ საყოველთაო  საცნობელად.

ილია ჭავჭავაძე - 1896 წელი. 


წიგნიდან : ილია ჭავჭავაძე -  ,,ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვიალია" - ავტ. ზაურ თეთრუაშვილი (წიგნი მეორე) 22.02. 2012 - 15.10.14 წწ. 

1 комментарий:

  1. თირკმელის ყიდვა გინდა თუ თირკმლის გაყიდვა? ეძებთ შესაძლებლობას, რომ გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულით ფინანსური ავარიის გამო და არ იცით რა გააკეთოთ, მაშინ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ კარგ თანხას 500,000 დოლარად თქვენი თირკმლისთვის. მე მქვია ექიმი ფილიპ მაქსველი, ვარ ნევროლოგი BARTON MEMORIAL HOSPITAL-ში და MAX SUPER SPECIALTY HOSPITAL-ის შვილობილი კომპანია, ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმლის ქირურგიაში და ასევე გვაქვს თირკმელების ყიდვა-გადანერგვა ცოცხალი და შესაბამისი დონორით. ჩვენ განლაგებული ვართ ინდოეთში, თურქეთში, აშშ-ში, მალაიზიაში, ინდოეთში.

    თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თირკმლის გაყიდვით ან ყიდვით, გთხოვთ, ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ მისამართზე.


    Whatsapp: +1(850) 3137832
    ელექტრონული ფოსტა: memorialbarton@gmail.com


    Საუკეთესო სურვილებით.
    საერთაშორისო ურთიერთობების უფროსი.
    ექიმი ფილიპ მ. MSC.HDPAD

    ОтветитьУдалить