пятница, 19 февраля 2016 г.

ავქსენტი მეგრელიძე - ორიოდე სიტყვა გურული კრიმანჭულის შესახებ


კრიმანჭული არის ძალიან მაღალი მამაკაცის ხმა, რომელიც ხშირად ადის მეორე ოქტავის მი და ფა-ზე. პირველ ხმას, თუ ის დაბალია, ეწოდება მთქმელი, მაშვინ მეორე ხმა არის მოძახილი. თუ პირველი ხმა მაღალია, მას ეწოდება წვრილი ან კრიმანჭული. წვრილი ჩვეულებრივ სრულდება, მხოლოდ კრიმაჭული კი - სულ სხვანაირად. ნოტებზე მისი აღნიშვნა სრული სინამდვილით შეუძლებელია. შეიძლება აღინიშნოს ხმის სიმაღლე მარტო. თუ როგორ სრულდება ის, ამის გამოსახატავი ნიშნები მე ვერ მომიძებნია. ის სიტყვებს არასდროს არ ამბობს. მისი სიტყვებია: ირია, ურუო, ურუოხო, ოუო და სხვა.
კრიმანჭულის დროს პირი თითქმის დახურულია, ძალიან ცოტაა გაღებული. ძალიან მოძრაობს ენა. გაერთიანებულია ცხვრის და თავის (носовой и головной) ბგერები. გამოითქმის ყრუდ. კრიმანჭული შვენის ზოგიერთ სიმღერებს, ყველა სიმღერას ის არ უხდება. კრიმანჭულს კარგად ასრულებენ ქალებიც. კრიმანჭულის ხმა ერთ სოფელში შეიძლება ორ-სამ კაცს ჰქონდეს, ყველას ის არ ეხერხება. მე მახსოვს, რომ ყანურის შესრულებისათვის თუ ამა თუ იმ სოფელში კრიმაჭული არ იყო, იწვევდნენ შორეულ სოფლიდან. ეს ბუნებრივი თანდაყოლილი ნიჭია. ამ ორიგინალური ხმის წარმოშობა გურიაში ძალიან საინტერესოა. არცერთი მეზობელი ხალხი სიმღერებს კრიმანჭულით არ ასრულებს. არ ვიცი ვისი გავლენა უნდა იყოს აქ.  ან შეიძლება გურულებმა სრულიად დამოუკიდებლად შექმნეს ეს ფრიად სასიამოვნო და სიმღერის დამამშვენებელი ხმა. აი კითხვა, რომელიც უთუოდ გამოსარკვევია და საინტერესო მეცნიერული თვალსაზრისით.

წიგნიდან: ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები - ავქსენტი მეგრელიძე. გვ. 277. (ფრაგმენტი „გურული კრიმანჭულის შესახებ“ ავქსენტი მეგრელიძეს შეტანილი აქვს სიმღერა „აბა დელი და დელიდას“ ხელნაწერ ანოტაციაში.)

მოისმინეთ ცნობილი გურული სიმღერა - „ხასანბეგურა“, აქვსენტი მეგრელიძის გუნდის შესრულებით:

четверг, 14 января 2016 г.

დეკ. დავით ღამბაშიძე - ჩვენი ქართული საეკლესიო გალობის აღდგინების ისტორია

ყველამ კარგად იცის, რომ უკანასკნელ დრომდე ჩვენი ქართული საეკკლესიო გალობის ცოდნა უფრო მეტად იყო გავრცელებული ჩვენს მონასტრებში, ეკკლესიებსა და ხალხში, ვინემ დღეს არის. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს თანდათან იკლო ამ ცოდნამ. დღეს ძლიერ იშვიათად გაიგონებთ თქვენ კარგად განწყობილ გალობას ჩვენს ეკკლესიებში და მონასტრებში. იქ სადაც წინედ მშვენიერი ორპირი გალობა გიტკბობდა გულსა, დღეს გესმის მარტო ერთი მედავითნის გალობა, რომლის ხმა ხშირად სრულებით არ უდგება მღვდლის ხმას.
დღემდე ჩვენი საეკკლესიო გალობა ზეპირ გარდაცემით შენახულა და ეს არც გასაკვირია, თუ მივიღებთ სახეში ჩვენი წინაპრების მტკიცე სარწმუნოებას და განსაკუთრებით სამღვდელოების მუყაითობას საეკკლესიო გალობის შესწავლის საქმეში. დღეს სხვა დრო დადგა: ყალბმა განათლებამ გული გაუგრილა ხალხს საეკკლესიო საქმეებზე. საზოგადოებაში თანდათან იკლო გალობის ცოდნამ და იკლო იქამდისინ, რომ ძველებურად კარგი განწყობილი გალობა ასს სამღვდელო პირში ერთმა თუ იცის და საეროში სამი ათას კაცში ერთი თუ მოინახება უბრალო გალობის მცოდნე!
არცერთი პირი არ განწესდება ჩვენი მედავითნის თანამდებობაზე, ვიდრემდის „ეკზამენატორები“ კითხვაში და გალობაში არ გამოცდიან. გალობის სწავლაში ყველას უწერენ: „კილოს გალობა იცის, გალობს სოფლური კილოთიო“, მაგრამ რომელი კოლოს გალობა იცის? ან რომელი სოფლის კილოთი ჰგალობს, ეს ერთადერთმა ღმერთმა უწყის! რაიცა შეეხება კარგ განწყობილ კითხვას, ამაშიც ისე კოჭლობენ მედავითნენი, როგორც გალობაში. ასე რომ დღეს მრავალნი მედავითნენი ძლიერ სუსტნი არიან მხოლოდ საეკკლესიო წიგნების ტიბიკონის და კითხვა-გალობის ცოდნაში, სხვა კი ყველაფერი კარგად იციან.
ჯერეთ კიდევ 1860 წელში დაარსდა ტფილისში ჩვენი საეკკლესიო გალობის აღმადგინებელი კომიტეტი, რომელსაც ოცდაორი წლის განმავლობაში, უნდა ვსთქვათ გამოტეხილად, არაფერი არა აღუდგენია რა. ბოლო ხანებში ქართული საეკკლესიო გალობის ნოტებზე გადაღება მოიწადინა ბ. მ-ნმა, რომელმაც გალობის საქმე იმდენად იცოდა, რამდენადაც მე და თქვენ ვიცით, მკითხველო, ჩინეთური ენა. მან ბევრი იწვალა, ბევრი ეცადა ერთი თვალით და ერთი ყურით (ერთი ყური და ერთი თვალი დიდი ხნიდგან დამდგარი ჰქონდა), მაგრამ ვერაფერი გააწყო რა. ბოლოს დამტკიცებით გამოაცხადა, რომ ქართული გალობის ნოტებზე გადაღება არ შეიძლება, თუ ეხლანდელი მუსიკის იარაღების ხმებს რამდენიმე ხმა არ მიუმატესო, რადგან, ამტკიცებდა იგი, ქართულ საეკკლესიო ხმებს ეხლანდელი მუსიკის იარაღები ვერ გამოსცემენო! ამისთანა ხეპრული და უგუნური სიტყვებით ამ ბატონმა „მუსიკანტმა“ და ერთ დროს ქუთაისის პირველმა ლოტბარმა, თითქმის, დააჯერა საზოგადოება. ახალი ხმების გამოგონება და რამდენიმე კიდევ სხვა „კლავიშების“ მიმატება როიალისა და ფისგარმონიაზე მოუხერხებელი შეიქმნა და ქართული გალობის ნოტებზე გადაღებას დროებით თავი დაანებეს. მაგრამ ეს გალობის აღმადგინებელი კომიტეტი მაინც ისევ არსებობდა.
მობრძანდა თუ არა საქართველოში მაღალყოვლადუსამღვდელო, ეპისკოპოზი პავლე ექსარხოსად, მაშინვე მიაქცია ამ კომიტეტის მოქმედებას ყურადღება და მოითხოვა, რომ კომიტეტს თავისი მიზანი აესრულებინა. უმჯობესად საქმის წაყვანისათვის საჭიროდ შერაცხა კომიტეტის სხდომებში მონაწილეობა მიეღოთ კომიტეტის წევრებს გარდა, სამღვდელო და საერო წოდების სხვა პირთაც, რომლისა გამო საზოგადო კრებებზე ესწრებოდნენ მღვდლებიც, ერნიც, რუსებიც და ქართველებიც. მაღალყოვლადუსამღვდელო მთავარეპისკოპოსი პავლე ჰფიქრობდა, რომ ყველანი ერთად უფრო რიგიანად მოიფიქრებდნენ და რიგიანად გარდაწყვეტენ ქართული საეკკლესიო გალობის ნოტებზე გადაღების საქმესო. გახშირდა სხდომების გახსნა. ბევრი სიტყვები დაიხარჯა, ბევრი მოფიქრება გამოითქვა, შეიქნა ერთი დავა, თუ რომელი კილოს გალობა გადაეღოთ ნოტებზე. იმერულ-გურული კილო საეკკლესიო გალობისა ქართლელთ და კახელებს არ მოსწონდათ. ქართლული და კახური კილოს გალობა იმერლებს, გურულებს და მეგრელებს არ მოსწონდათ. რუსებს კი არცერთი და არც მეორე კილოს არ მოსწონდათ თავის ტკბილ გალობასთან შედარებით. არაფერი გასაკვირველი არ არის, რომ რუსებს, რომელნიც თავიანთ ტკბილ საეკკლესიო გალობას არიან მიჩვეულნი, ჩვენი ქართული გალობა არ მოეწონოსთ. ან კი, სად შეხვდებათ მათ, რომ მოისმინონ კარგად გაწყობილი ქართული საეკკლესიო გალობა? ზოგიერთებს ჩვენი ქართული საეკკლესიო გალობა არ მოეწონებათ უფრო კიდევ იმიტომ, რომ ქართული არ იციან. ამას გარდა, ყოველი თემის გალობას აქვს თავისი განსაკუთრებული თვისება, რომელიც ატკბობს მარტო იმათ, ვისაც ეკუთვნის ეს გალობა. უსაფუძვლოდ ამტკიცებენ ზოგიერთები, რომ გალობა, ანუ ხალხისაგან შედგენილი გალობის ხმები შეუმუშავებლად და შეუკეთებლად არ ვარგიყონ. მართალია, შემუშავებელი და გადასხვაფერებული გალობა მოსწონთ იმ თაობას, რომელსაც ის გადაუკეთებია, მაგრამ რომ შეიძლებოდეს და გააგენებდეთ გადაკეთებულ გალობას იმ თაობას, რომელმანც იგი დაჰბადა, შეიტყობთ, რომ მათ სრულებით არ მოეწონებათ. ჩვენი ქართული გალობა და საზოგადოდ ქართული სიმღერებიც პირველად სხვებს მოსწონთ, მაგრამ როდესაც ყურს მიაჩვევენ, სულ სხვანაირი აზრის არიან. ასევე შეიძლება ვთქვათ არა მარტო გალობის შესახებ, არამედ სასმელ-საჭმელის შესახებაც. პირველად ზოგიერთებს ქართულად მომზადებული საჭმელები კიდეც სწყენთ, მაგრამ ბოლოს ისე მიეჩვევიან ხოლმე, რომ სადაც უნდა წავიდნენ, სიამოვნებით მიიღებენ ხოლმე ქართულად მომზადებულ საჭმელებსა და სასმელებს.
ორ-სამ სხდომის შემდეგ ყველას მოსაზრებანი აირივნენ: ერთი ამტკიცებდა, რომ გალობის ნოტებზე გადაღება საჭირო არ იყო, საკმაოდ რაცხდნენ ზეპირ გარდაცემით სწავლას. ამ აზრზე ადგა განსვენებული დეკანოზი ჩუდეცკი. მეორე ამტკიცებდა, რომ ნოტებზე გადაღებული მარტო ქართლ-კახური კილოს გალობა. ზოგი, სამწუხაროდ, ისიც ქართველები, სრულებით საჭიროდ არ რაცხდნენ ქართული საეკკლესიო გალობის ნოტებზე გადაღებას. იმედობდნენ, რომ წმიდა ნინოს მეოხებით ქართული გალობა ისევ დარჩება ჩვენ ხალხში ამის შემდეგაცო, როგორც აქამდისინ მოაღწიაო. ნინო, ქართველთ განმანათლებელი, არ მოიძულებს ქართველებს და არ დაავიწყებინებს მათ ქართულ გალობასო და სხვ. მსჯელობა და მოსაზრება მრავალი იყო, მაგრამ საქმე არა ჩანდა. სწორედ ამ დროს შემოიტანა განცხადება ყოვლადსამღვდელო ალექსადრე ეპისკოპოსმა, რომ ის იღებს თავის თავზედ თავისი ხარჯით ქართლური და კახური საეკკლესიო გალობის ნოტებზე გადაღებას. რაიცა შეეხება იმერული კილოს გალობის ნოტებზე გადაღებასო, ბრძანებდა ყოვლადსამღვდელო განცხადებაში, იმაზედ იზრუნოს თვით იმერეთის და სამეგრელოს სამღვდელოებამო.
მაღალყოვლადსამღვდელო საქართველოს ექსარხოსმა, მთავარეპისკოპოსმა პავლემ აცნობა ამ საქმის მდგომარეობა იმერეთის ეპისკოპოზს გაბრიელს და მისცა წინადადება, რათა იმერეთის სამღვდელოებას ეზრუნა თავიანთ საეკკლესიო გალობის აღდგინებისა და ნოტებზე გადაღებისათვის. ეს წინადადება გამოუცხადა ყოვლადსამღვდელომ, იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა სამღვდელოების კრებას, რომელმაც შემდეგ სხვადასხვა მოფიქრებისა და მოსაზრებისა, დანიშნა ქუთაისში საეკკლესიო ქართული გალობის აღმადგინებელი კომიტეტი ჩვენის თავმჯდომარეობით. ჩვენ ზოგიერთი სხვა წევრების დახმარებით არ დაგვიზოგავს ჩვენი შრომა და საცადი, რომ ქართული საეკკლესიო გალობა ნოტებზე გადაგვეღო.

შეიკრიბა იმერეთის და სამეგრელოს სამღვდელოებისაგან ყოვლადსამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის შეწევნით და დახმარებით ოთხი ათას ოთხასი მანეთი, რომლითაც შესაძლებელი იყო მუშაობის დაწყება ჩვენი საეკკლესიო გალობის ნოტებზე გადაღების შესახებ. ამისთვის მოვიწვიეთ ფ. ქორიძე და გალობის გადამცემლად მთავარდიაკონი რ. ხუნდაძე, აზნაური დიმიტრი ჭალაგანიძე და ივ. წერეთელი, რომელთაც გადიღეს ნოტებზე ოთხასი (400) სხვადასხვა საგალობლები. გურიის სამღვდელოებას ამ ფულების შემოტანაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. ბ. ქორიძეს თითო ნომრის საგალობლის გადაღებაში ეძლეოდა ექვსი მანეთი და გალობის გადამცემლებს - ხუთი მანეთი და ორივეს თითო ნომერში თერთმეტ-თერთმეტი მანეთი. დღეს გადაღებულია სულ 400 საგალობელი, რომელიც დაჯდა 4,400 მანეთი. ნოტებზე გადაღებული საგალობლები შემოწმებულ იქმნა კომიტეტისაგან, გალობის მცოდნე პირთა და საზოგადოებისაგან და აღმოჩნდა ნამდვილად ის გალობა, რომელიც დღეს არსებობს დასავლეთ საქართველოში და რომელსაც გალობენ ჩვენში საეკკლესიო გალობის მცოდნე პირნი.
დღეს ჩვენ ხელსი გვაქვს ნოტებზე ახლადგადაღებული საეკკლესიო საგალობელნი, რომელთაც დაჭერილი აქვსთ ხუთას სამოცი ფურცელი. პირველი მიზანი ამ გალობის ნოტებზე გადაღებისა ის იყო, რომ იგინი დაბეჭდილიყვნენ. ჩვენ მოველაპარაკეთ ბ. ტატიშვილს თფილისში ამ ნოტებზე გადაღებული გალობის დაბეჭდვის შესახებ. მათი ანგარიშით, ამ ოთხასი საგალობლის დაბეჭდვა სამღვდელოებას დაუჯდება არა ნაკლებ 8,000 მანეთისა. ჩვენის გამოანგარიშებით და ფიქრით შეიძლება, რომ ეს დაწერილი ნოტები დაიბეჭდოს 4,500-5,000 მანეთადაც ათასი ეგზემპლარი. ჩვენ გვაქვს ათასი მიწერ-მოწერა ლიტოგრაფიებთან და რასაც შევიტყობთ, ვაცნობებთ საზოგადოებას.
აი, როგორ მდგომარეობაშია დღეს დასავლეთ საქართველოში ქართული საეკკლესიო გალობის აღდგენის საქმე. ქართლისა და კახეთის სამღვდელოებას აღმოუჩნდა ერთი კეთილი კაცი, რომელმანც ითავა ქართული გალობის ნოტებზე გადაღება და თავისი ხარჯით მისი დაბეჭდვა. ეს კეთილი პირი ბრძანდება პატივცემული ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე, ეპისკოპოსი გორისა, ვიკარი საქართველოისა. სრული იმედია, რომ ის გაამართლებს თავის აღნათქვამს და ქართლ-კახურ საეკკლესიო გალობის კილოს აღადგენს ქართლისა და კახეთის ეპარქიაში ნოტებზე გადაღებით და დაბეჭდვით, რომლის მუშაობაზე დიდი ხანია დამდგარია ბ. იპოლიტოვ-ივანოვი.
ნუთუ დასავლეთ საქართველოში არ აღმოგვიჩნდებიან იმისთანა კეთილნი პირნი, რომ გამოიმეტონ ოთხი ათასი მანეთი და ნოტებზე გადაღებული გალობა თავისი ხარჯით დააბეჭდვინონ და ამით დაამთავრონ ეს კეთილი დაწყებულება!
აქ პირველად საჭიროა 4000-5000 მანეთის შეძლება, რომელიც ნოტების დაბეჭდვის შემდეგ თუ მალე არა, ბოლოს სულ შემოვა გასყიდული გალობის წიგნებიდამ. გიმეორებთ, ნუთი დასავლეთ საქართველოში არ აღმოჩდება ამისთანა პირი ან სასულიერო და ან სახორციელო წოდებაში? თუ ჩვენში ამისთანა პირები არ აღმოჩნდებიან, ნუთუ სამღვდელოება ორი ეპარქიისა რვაას პირამდისინ ვერ შეჰკრებს როგორმე 4000-5000 მ., რომ ეს ნოტებზე გადაღებული საგალობელნი დააბეჭდვინოს და საუკუნოდ დაავალოს შთამომავლობა! ნუთუ მღვდლები, რომელთაც მარტო ექვს-ექვსი მანეთი შეხვდებათ გადასახადად, ვერ შეიძლებენ ამ ფულების შეკრებას თავიანთ სამრევლოში იმ პირობით, რომ თითო წიგნი ამ დაბეჭდილი საგალობლისა თავიანთი ეკკლესიისათვის შეიძინონ? ჩვენ სრული იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სამღვდელოება ამ საგანს მიაქცევს ჯეროვან ყურადღებას, დაფიქრდება და მარტო სიტყვით კი არა, საქმითაც დაუმტკიცებს საზოგადოებას, რომ ის მზად არის ყოველ კეთილ საქმეს შეეწიოს და ხელი მოუმართოს. მთელი რუსეთის სამღვდელოების ყურადღება ეხლა იმაზეა მიქცეული, რომ ყველა ეკკლესიებში კარგად განწყობილი გალობა არსებობდეს. დროა, ჩვენც ვიზრუნოთ ჩვენი ხალხისთვის და არ დავუკარგოთ მომავალ თაობას ის მაინც, რაც დიდის გაჭირვებით შეუძენიათ და დაუტოვებიათ ჩვენთვის ჩვენს წინაპრებს.


წიგნიდან: „ქართული გალობის ქრონიკა 1861-1921“. თბილისი 2015. გვ.180-181-182.
პირველწყარო: გაზეთი მწყემსი, 1887, 30 ოქტომბერი, 23, გვ. 1-4.


воскресенье, 13 декабря 2015 г.

არტემ ერქომაიშვილი - ავტობიოგრაფია

მოგესალმებით მეგობრებო! გთავაზობთ არტემ ერქომაიშვილის ბიოგრაფიას, რომელიც აკრებილია სწორედ იმ ხელით, რომლითაც წერდა თავად არტემი (ამიტომ ხედავთ მას ინგლისური შრიფტით). იმისთვის, რომ თქვენც წაიკითხოთ ბიოგრაფია არტემისეული ხელით, უნდა გადახვიდეთ ბმულზეhttp://bin.ge/dl/207699/Artem-Erqomaishvili.ttf.html , დააყენოთ ეს ფონტი თქვენ კომპიუტერებში და მაშინ შეძლებთ წაკითხვას ჩვეულებრივ, ქართული, არტემისეული ხელით. სამწუხაროდ, ფონტი არ ყენდება ტელეფონებსა და აიპადებში. ფონტი შექმნილია ლევან ვეშაპიძის მიერ.


            artem gigos-Ze erqomaiSvili


davibade 1887 wels 22 oqtombers, ozurgeTis mazraSi, exlandel maxaraZis raionSi, sof. makvaneTSi. mSoblebi Cemni iyvnen miwis muSa Raribi glexebi, 1896 wels Semiyvanes sofel makvaneTis samganyofilebian skolaSi. davamTavre 1899 wels, radganac mSoblebi Raribi myavda swavlis gagrZeleba ver SevZeli da vmuSaobdi mamasTan saxlSi. mama Cemi momRerali iyo da Semaswavla guruli xalxuri simRerebi. 1904 wels mama Cemma Semaswavla marselioza da miTxra es axalTaobis simReraa da Sen Sens tolebs unda aswavlovo. me sxva simRerebTan erTad Cem tol biWebs Sevaswavle axalTaobis simRera marselioza da vmRerodiT sadac saWiroeba moiTxovda.
1907 wels mama Cemi miiwvies qalaq TbilisSi guruli xalxuri simRerebis firfitebze Casawerad, Sekriba momRerlebi 10 kacis raodenobiT da mec miviRe monawileoba simRerebis gadaRebaSi.
1908 wels gamicno didma mgalobelma melqisedek nakaSiZem, moewona Cemi xma da sTxova mama Cems gamouSvi CemTan da Sevaswavli mTlianad salxino da saeklesio sagaloblebso, mamaCemi dasTanxmda nakaSiZis Txovnas da daviwye sagaloblebis Seswavla, sadac vswavlobdi 1908 wlidan 1911 wlamde da Seviswavle saero da saeklesio sagaloblebi oriaTasamde. sagaloblebs pirvelad kiloze gvaswavlidnen ubralod, Semoklebulad, Semdeg varjiSiT vswavlobdiT, varjiSis swavlebis dros nakaSiZe moiwvevda mis megobar karg mgaloblebs, d. dumbaZes. n. kontriZes. s. molariSvils. da sxvebs. sagaloblebis swavlis dros xalxur niSnebs gvaswavlidnen da dReSi xalxuri niSnebiT 10 galobebs viswavlidiT da Semdeg CveniT vizepirebiT.
1911 wels gamgzavnes simRera galobis maswavleblad maSindel senakis mazraSi, exlandel cxakaias, abaSis da gegeWkoris raionebSi, sadac davyavi 1917 wlamde. simRera galobas vaswavlidi soflebSi, TiTeul sofelSi vrCebodi sami Tvidan eqvs Tvemde, xelfass ekklesiis Semosavlidan maZlevdnen TveSi 45 maneTs. pirvelad daviwye muSaoba TekladSi, (cxakaias raioni) meored sof. nosirSi, 3. wyemSi, 4. gejeTSi, 5. ZonZirSi, 6. isulaSi, 7. sakizirioSi, 8. saodiSarioSi, 9. sagamsaxurdioSi, 10. kot(z)ianeTSi, 11. naqalaqevSi, 12. suJunaSi, 13. abaSaSi, 14. martvilSi. (gegeWkoris raioni)
1917 wels gadmovedi guriaSi da iq daviwye simReris maswavlebloba, maxaraZis raionis sxva da sxva soflebSi, sof- makvaneTSi, sof- zvanSi, sof- zvanSi, sof- cixis ferdSi, sof- konWkaTSi. 1918 wels me da varlam simoniSvili SevamxanagdiT SevkribeT momRerlebi da daviwyeT koncertebis gamarTva saqarTvelos sxva da sxva qalaqebSi.
  1921 gamoveyevi simoniSvils da Camovayalibe guruli xalxuri momReralTa gundi 12 kacis raodenobiT, gundSi monawileobdnen saukeTeso momRerlebi. mama Cemi g. erqomaiSvili, biZa dedis Zma g. babiloZe cnobili wvrilis mTqmeli. da Cemi Zmebi anania da vladimer erqomaiSvilebi, Zmebi dimitri da ilarion pataravebi. a. basilaiSvili, s. vaSalomiZe, a. wivwivaZe da sxvebi. davamuSaveT simRerebi da vmarTavdiT koncertebs dasavleT saqarTvelos qalaqebSi da soflebSi. da agarak baxmaros da gomis mTis sezonze.
1924wels migviwvies qalaq TbilisSi guruli xalxuri simRerebis notebzed da firfitebzed Casawerad, sadac davyaviT erTi Tve, da CavawerineT ramodenime guruli xalxuri simRerebi. simRerebs swerdnen kompozitorebi, m. balanCivaZe, d. arayiSvili, k. focxveraSvili da kargareTeli. Semdeg davbrundiT guriaSi, da gavagrZeleT muSaoba Cvens raionSi. 1924 wels qalaq baTumSi arsebobda akademiuri gundi m. kuxianiZis xelmZRvanelobiT, gundi apirebda sagastrolod wasvlas baTumidan baqomde, m. kuxianiZem mTxova Cemi gundiT mimeRo monawileoba maTTan erTad da yovel koncertebzed erTi ganyofileba Cven Segvesrulebia. me davsTanxmdi da vimogzavreT xsenebul gundTan erTad saqarTvelos yvela qalaqebSi da baqoSic. baqodan davbrundiT kuxianiZe baTumSi, da me ki maxaraZeSi.
1925 wels mimiwvies qalaq baTumSi mtvirTavma muSebma gundis mosawyobad, daviwye muSaoba da Camovayalibe xalxuri momRerali gundi 20 kacis raodenobiT, aRniSnuli gundi Cemi xelmZRvanelobiT momsaxurebas uwevda aWaris muSa mosamsaxureebs. 
1927 wels Cemi xelmZRvanelobiT monawileoba miviRe qalaq quTaisSi saqarTvelos momReralTa gundebis Sejibrze, miviRe I jildo. 


ფოტოზე: 
1. გიგო ერქომაიშვილის ოჯახი - 1906 წ.
2. სოფელ მაკვანეთის ანსამბლი. ხელმძღვანელი გიგო ერქომაიშვილი - 1907 წელი.
3. სოფელ თეკლათის მომღერლები. შუაში ზის არტემ ერქომაიშვილი - 1911 წელი.
4. გურულ-აჭარული გუნდი ა. ერქომაიშვილისა და ვ. სიმონიშვილის  ხელმძღვანელობით - 1917-18 წელი.          
5. ბათუმის ნავსადგურის მტვირთავ-მუშათა გუნდის პირველი შემადგენლობა -  1925 წელი.
6. ბათუმის ნავსადგურის მტვირთავ-მუშათა გუნდი I რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე -    1927 წელი.



წყარო: ჩემი ბაბუა - არტემ ერქომაიშვილი - ანზორ ერქომაიშვილი. თბი-ლისი 2015. გვ44, 45,47,49,50.

понедельник, 23 ноября 2015 г.

ძუკუ ლოლუა - პატარა საუბარი ხალხურ სიმღერასა და გალობაზე


დედამიწის ზურგზე არსებობს მაზე(?) გარჩევა მიწისა და წყლისა; წყალშიაც მდინარისა და ტბისა; მიწაშიაც მთისა და მინდორ-ველისა, წყალი და ხმელეთი, მინდორი და მთა-გორაკი, ტყე და ტიალი წარმოადგენენ ერთ თაიგულს, რომელსაც ჩვენებურად ,,დედამიწა" ეწოდება. ამ დედამიწის ზურგზე ცხოვრობს კაცობრიობა, კაცობრიობაში არსებობენ ერნი; ერში კაცი, რომელსაც ესაჭიროება სხვადასხვანაირი განვითარება სხვადასხვა დარგში.
სხვადასხვა ადგილში ცხოვრებამ წარმოშვა სხვადასხვაგვარი სახე კაცობრიობისა. ერი კაცისაგან განსხვავდება ისე, როგორც მიწა მიწისაგან, წყალი წყლისაგან. შემართებელი თვისება პიროვნებას მეტი აქვს თავის ერთან, ვიდრე კაცობრიობასთან. ამ ერისაგან გამოაქვს მას თავისი ხასიათი, ზნე-ჩვეულება, სატირალი, სასაცილო, სამწუხარო, სასიამოვნო სასიმღერო კილო, აქ ძღება ის ტირილით და მწუხარებით და აქ იქარვებს ის ჯავრს და სიამოვნობას, და ეს თუ მუსიკაა, აქ ჩამოასხამს მისი მხიარულების სასმენ ფერს.
კაცობრიობის პატარა კუთხეში სხვადასხვა ერის შორის ქართველსაც აქვს, ჩემის აზრით, ადგილი და ეს იმისთვის აქვს, რომ მან თავისი განვითარება ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური წარმოშვა საკუთრად, განსხვავდა სახით, აზრით, მოქმედებით და ინიციატივით საკუთარ ცხოვრების პროცესში. და ეს ადგილი ჯერ თუ ცოტათი შეგვრჩენია, ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპის მთელში არ გავთქვეფილვართ. ხოლო, სამწუხაროდ, ნაწილი ჩვენი გადაგვარებულ ინტელიგენციისა აქედან გვიპირებენ გაძევებას. რა დააშავა ქართველმა ერმა თუ კი მან თავისი გალობა არ გააევროპელა, არ გააოთხხმოვანა და შეინარჩუნა საკუთარი? ის განა, რომ ევროპიულად განვითარებულს გემოვნებას სამხმოვანი გალობა ყორნის ჩხავილად ესმის და მომაკვდავ კაცის ხრიალად ეჩვენება?! განა საჭიროა ყველაფერი ის მოისპოს, რაც ევროპიელთ გემოვნებას უფუჭებს და რასაც ევროპიელნი ვერ შესთვისებიან? იქნება ბევრ აღარ მოსწონს ჩვენი ენა - რომელ ენაზე ვილაპარაკოთ, რომ მათი გემოვნება არ გავაფუჭოთ? რა ვქნათ? გადავგვარდეთ არა? მოგახსენებთ, რაკი ჩვენი სული, ჩვენი ლხენა და ტირილი, ჩვენი ლოცვა და რისხვა, ჩვენი ეროვნული სამხმოვან სიმღერა გალობაშია, ჩვენი მამა-პაპეულში და თანამედროვეობაში, ჩვენ იმას კი არ უნდა ვცდილობდეთ, რომ ეს სიმღერა და გალობა გავაევროპოთ და გავაოთხმოვანოთ, არამედ, რომ შეგვრჩეს ჩვენი სახე, კილო სიმღერა გალობისა, საშუალება მხიარულებისა და მწუხარებისა - ხალხური სიმღერა და გალობა ძველებური, რომელზედაც ჩვენ თავისუფლად ჩამოვაფრქვევთ ცრემლებს მწუხარებისას და სიხარულისას.
ჩვენი მდებარეობა,ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი მოსაწონი და დასაწუნი მხარენი აქ არის ჩამარხული და ეს უნდა გვქონდეს ჩვენ, რადგანაც ჩვენა გვაქვს და მხოლოდ მით ვგრძნობთ და ვაგრძნობინებთ და ვაგრძნობინებთ თავსაც და სხვასა. ეს საკუთარი კლიტეა ჩვენი სულისა და დავკარგავთ რა მას, სხვა ჩვენთვის არ გაიჭედება და სხვისი კლიტის მოიმედე მშრალზე დავრჩებით.
შოთა  რუსთაველი ამბობს: ,,ჩემი ჩემებრ არვინ უწყის რა მამწარებს, რა მატკბუნებსო". ჭეშმარიტად - ვინც დააკვირდება თავის თავს და თავისი ერის ზნესა და ჩვეულებას, იმისთვის ადვილია ზემო ბრძნული უკვდავი პოეტის სიტყვები.
და თუ მართლა უფრო საკუთარ ტკივილებს, მწუხარებას და სიხარულს მეტად ვიგძნობთ, მაშ ვეცადოთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი მკვდარი თავისი სახით, თორემ სხვისი სახით შენ მკვდარს შენ ვერ იცნობ და ვერც ის გიცნობს. გავაცოცხლოთ, რომ გაგვაცოცხლოს თავისივე სახით, რომ ის ჩვენ ვიცნოთ და ჩაწვდეს რა ჩვენს გულში, აღადგინოს მან ჩვენში მიყუჩული და მიძინებული გრძნობანი.
გავაცოცხლოთ, რომ გაგვაცოცხლოს. საჭირო გაოთხმოვანება კი არ არის, არამედ სამხმოვანის აღდგენა, ნოტებზე გადაღება და გამშვენება მისი.



სტატია დაბეჭდილია წიგნიდან: ,,ქართული გალობის ქრონიკა 1861-1921 წლების პერიოდიკაში“. თბილისი, 2015, გვ. 597-598.

  პირველწყარო: გაზეთი ,,სახალხო საქმე", 1919, 1 ოქტომბერი, 641, გვ. 4

   ძუკუ ლოლუას ბიოგრაფია:  ძუკუ ლოლუა - ვიკიპედია




суббота, 14 ноября 2015 г.

ჯამბაკურ გურიელი - ორიოდე სიტყვა ქართული გალობის გავრცელების შესახებ


ხშირად გვესმის და გაზეთებშიაც ვკითხულობთ, რომ ბ.-ნმა ფ.ქორიძემ გადაიღო ნოტებზედ ქართული გალობა და სიმღერა და ავრცელებს ხალხშიო. ჩვენ, თუმცაღა გვრწამდა ეს ამბავი, მაგრამ სმენით მის მიერ გადაღებული გალობა არ მოგვესმინა. კვირას, 29 ივნისს, ს. სუფსის ეკლესიაში მოვუსმინეთ სრული წირვის გალობას, რომელმაც დიდი სიამოვნება მოჰგვარა მსმენელ საზოგადოებას. ხოროში მონაწილეობას იღებდა 15 კაცი, რომელთაც მშვენივრად, მწყობრად და შეუშლელად აღასრულეს მთელი წირვის წესი. როგორც მოგახსენეთ, გვწამდა ბ-ნ ქორიძის ღვაწლი გალობა-სიმღერის ნოტებზე გადაღების საქმეში, მაგრამ თუ ასე მშვენივრად გამოვიდოდა ჩვენი გალობა, ვერ წარმოვიდგენდით.
მე, როგორც მცოდნე ზეპირ გალობისა, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ზეპირი გალობა აგრე მწყობრად, მდიდრულად და დიდებულად ვერ გამოვა იმისათვის, რომ ნოტით გალობას ასრულებს 15 და მეტიც კაცი, რომელთა ხმები მტკიცე ჰარმონიით არის ერთმანეთთან შეერთებული; ხოლო ზეპირი გალობა სამი-ოთხი კაცისაგან ითქმის და, რა თქმა უნდა, 15 კაცის მიერ თქმულთან შედარებით მცირეა. წირვის შემდეგ ეკლესიასა და ეკლესიის გალავანში დიდი და პატარა მოდიოდა და მადლობას უცხადებდნენ ბ-ნ ქორიძეს; აგრეთვე, ულოცავდა ახალ ნასწავლ მგალობლებს. როგორც გვესმის, ს. ჯურყვეთსა და ლანჩხუთში აპირებენ ბ-ნ ქორიძის მიწვევას, რომ იქაც ასწავლოს. თუ კი ამის სურვილი აქვთ, ეს ამტკიცებს, რომ საეჭვო და საძნელო არა არის რა. ვინც თანაგრძნობით ეკიდება ქართულ გალობა-სიმღერის საქმეს, დროც ახლა არის, რომ შემთხვევით ვისარგებლოთ და სწორედ სასურველია, რომ ჩვენში ყველგან გავრცელდეს ეს სასარგებლო საქმე. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ სიტყვით ვიჩენთ დიდის თანაგრძნობას და საქმით კი ვერ ვამტკიცებთ ამას. ცოტა აკლია, რომ ასეთ მოღვაწეს თავი მოსძულდეს საზოგადოებისაგან სრულიად თავის შრომის დაუჯილდოებლობისათვის, იძულებული დარჩეს საზოგადო შრომაზედ ხელი აიღოს და კერძო შრომით თავისას მოუცილებელი საჭიროების დაკმაყოფილებისათვის იზრუნოს.
ფილიმონ ქორიძის გურული გუნდი


ივერია, 1897, 6 ივლისი, კვირა, № 135, გვ. 3. 

(სტილი დაცულია)


суббота, 3 октября 2015 г.

მელიტონ ბალანჩივაძე - ქართული სიმღერა

ქართულ ენაში განსაკუთრებული ტერმინები არსებობს მუსიკისა და სხვადასხვა დარგისათვის. საერო მუსიკისათვის იხმარება სიტყვა ,,სიმღერა", ხოლო საეკლესიო - სასულიეროსათვის - ,,გალობა".
თანამედროვე ავტორებს ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისაგან ეს ორი განსაკუთრებული ცნება და ერთის მაგივრად მეორეს ხმარობენ, მაშინ, როცა არც თანამედროვე მცოდნე პირები და არც ძველი ქართველი ავტორები არ სჩადიან ასეთ შეცდომას და თითოეული ამ სიტყვათაგანს მის განსაზღვრულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
სამწუხაროდ, ქართულ საისტორიო წყაროებში არ მოიპოვება ცნობები ქართული ეროვნული სიმღერის ჩასახვის, მისი თანდათანობით განვითარების, ზეგავლენებისა და ცნებების შესახებ, რომლიც მან განიცადა მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე. როგორც თანამედროვე მდგომარეობიდან ჩანს, მან განვლო დიდი გზა, შეინარჩუნა თვითმყოფადი თავისებურებები, როგორც მუსიკალური გამომსახველობის, ისე კოლორიტისა და სტილის თვალსაზრისით.
ძველ ქართულ ძეგლებში მოიპოვება ნოტების გამომსახველი მრავალი ნიშანი, რომელთაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვთ. მათი არსებობა უდაოდ მოწმობს ქართველთა მუსიკალური აზროვნების განვითარების მაღალ საფეხურზე.
გარდა პირველყოფილი ნოტაციის ნიშნებისა, ქართული სიმღერისა და გალობის მაღალგანვითარებულობაზე ღაღადებს ის მრავალი ტერმინი, რომელნიც ხმების სიმაღლეს აღნიშნავს. მაგალითად: პირველ ხმას ეწოდება ,,დამწყები", მეორეს ,,მოძახილი", შემდეგ - ,,მაღალი ბანი", ,,ბანი", ,,დვრინი" (დაბალი ბანი), ,,გამყივანი" (როდესაც მისი შემსრულებელი ერთს, უმაღლეს საფეხურზე შეაჩერებს ხმას) და ,,კრიმანჭული" (არსებობს კრიმანჭულის საგანგებო შემსრულებელი. რომელსაც ,,მოკრიმანჭულე" ეწოდება).
საქართველოს ულამაზესი ბუნების შთამბეჭდავი სილამაზე მისი კუთხეების მუსიკალური გამომსახველობის მრავალფეროვნებაშიც აღიბეჭდა. მაგალითად, გურიამ, მუსიკალურად ამ ყველაზე მდიდარმა კუთხემ, თავის სიმღერებს გმირული და, ამასთანავე, ლირიკული ხასიათი მისცა, სამეგრელომ - კლასიკური ქალური სილამაზე და სინაზე, ქართლმა და კახეთმა - სიდინჯე და გრძნობათა ფილოსოფიური სიღრმე, სვანეთმა და ფშავ-ხევსურეთმა ცოცხლად შემოგვინახეს ქრისტიანობამდელი წარსულის ცოცხალი ამოძახილი.
ქართული მუსიკის მრავალფეროვნებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მუსიკა იყო თანამდევი ქართველთა ყოველგვარი ცხოვრებისეული სიტუაციისა: როცა ქალი დედობისთვის ემზადებოდა, მისი მეგობარი ქალების გუნდი, ტრადიციის თანახმად, ასრულებდა სიმღერა-ჰიმნს მზის სადიდებლად, რომელიც ნაყოფიერების ღვთაებას განასახიერებდა (იგულისხმება სიმღერა ,,მზე შინა"). ჯერ კიდევ აკვანში, პატარა ქართველს დედა იავ-ვარდით მოფენილ გზას უწინასწარმეტყველებდა. ხვნისა თუ თესვის, მკისა თუ თიბვის, ლაშქრობის თუ ქორწილის, ავადმყოფობისა თუ გლოვის დროსაც ქართველი სიმღერაში გამოხატავდა თავის სულიერ მდგომარეობას.
ქართველს არ სწამდა ,,უხმაურო" ცეკვა, ამიტომ მას სიმღერას აყოლებდა. ეს ორი დარგი ხელოვნებისა განუყრელად იყო შენათესავებული და ამით აიხსნება ის რიტმულობა და პლასტიკურობა, რომელიც ასე ახასიათებს ქართულ საცეკვაო სიმღერას.
საყურადღებოა ის მოვლენაც, რომ ქართველები სიმღერას სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ და წამალზე უპირატესად თვლიდნენ.
ბოლო ხანებში ქართულმა მუსიკამ უცხოელების ყურადღება მიიპყრო. კომპოზიტორთა შორის, რომელთაც ისარგებლეს ქართული სიმღერებით თავისი მუსიკალური ქმნილებებისათვის, საპატიო ადგილზეა ანტონ რუბინშტეინი, ,,დემონის" გენიალური ავტორი, რომელმაც შესანიშნავი უნარით ისარგებლა მასალით და ქართული მუსიკის მხატვრული დახასიათებაც ჭეშმარიტად გადმოგვცა. იგივე არ ითქმის შაიკოვსკიზე, რომელიც თუმცა იმავე წყაროთი სარგებლობდა, მაგრამ მეთად თავისებურად მოეპყრო მას. მან რთული ორგუნდოვანი და ღრმად ეროვნულ სიმღერას ,,მზე შინას" საცეკვაო ხასიათი მისცა და ,,არაბული ცეკვის" სახით  განათავსა თავის ბალეტ ,,მაკნატუნაში".
ქართული მუსიკა განსაკუთრებით ვოკალურია. ქართული საკრავები თითქმის ყოველთვის სიმღერასთან ერთად გამოიყენება.
უძველესი ფორმა ქართული მუსიკისა არის უნისონით შესრულება. თუმცა, მისი ზედმიწევნით შესწავლა გვარწმუნებს, რომ უნისონური სიმღერის ჰარმონიულით შეცვლა ძველადვე მოხდა. ჰარმონიულის უეჭველი ნიშნებს ატარებს მრავალი ძველი ქართული სიმღერა.
საეკლესიო მუსიკას - ამ უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი რელიგიური ცხოვრება ჰქონდა, სერიოზულ ყურადღებას აქცევდნენ ტაძრებსა და მონასტრებში, სადაც მას დამცველები და გამავრცელებლები ჰყავდა. საერო მუსიკა კი მოკლებული იყო ასეთ ყურადღებას, თავისი ოფიციალური სკოლა არა ჰქონია, თუმცა ის ქართველების მთელ ცხოვრებას მსჭვალავდა. მომღერლები დიდ სიყვარულს იმსახურებდნენ და მუდამ სასურველი სტუმრები იყვნენ.
ქართული მუსიკა ბუნებრივი განვითარების გზაზე, ისტორიული პირობების გამო, უცხო კულტურებისა და მუსიკის ზეგავლენას განიცდიდა. მიუხედავად ამისა, მისი ზრდა-განვითარება არ შეჩერებულა და არც თვითმყოფადი ხასიათი დაუკარგავს.
უკანასკნელ დროს საქართველოში ევროპული კულტურის შემოტანასთან ერთად, სამწუხაროდ, ამ კულტურის უარყოფითი მხარეც დაღს აჩენს ქართულ საერო მუსიკას. ქართულ სოფლებში ხშირად შეხვდებით იაფფასიანი ოპერეტების სიმღერებს, რომელთაც დისჰარმონია შეაქვთ ქართულ ტრადიციულ მუსიკაში.
ქართული მუსიკა შეიძლება საუკეთესო წყაროდ გამოდგეს ქართველ კომპოზიტორთა მხატვრული ქმნილებებისთვის. მისთვის ყურადღების მიქცევა, მუსიკალურ-პედაგოგიური სკოლის კალაპოტში ჩაყენება, დიდ სამსახურს გაუწევს ხელოვნებას, ახალ სხივს მოჰფენს მსოფლიო მუსიკას და საერთო საგანძურსაც გააძლიერებს. ამ გზით ის მუსიკალური ევროპის ყურადღებასა და სიყვარულსაც დაიმსახურებს.



წყარო: მელიტონ ბალანჩივაძე. ,,რუსული მუსიკალური გაზეთი", 1899 წ.


понедельник, 21 сентября 2015 г.

ალექსანდრე გორდელაძის სიტყვა, თქმული გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზედ, ქუთაისის სობორში

გვიან საუკუნეებში, ლიხაურიდან ბახვში გორდელაძეების სამი-ოთხი ოჯახი გადმოსახლებულა.
ერთ-ერთის, ეროდეს შთამომავლები სათუთად უფრთხილდებოდნენ თავიანთი წინაპრების სახელებს და წინა ექვსი თაობის მანძილზე აღნუსხავდნენ; რაც გადმოცემითა და უხუცესებისგან ცნობად მიიღეს, ასე ჟღერს: ეროდე გორდელაძე, ჯაბულო, წყალობა, გლახუნა, ანტონი. ანტონის სამი შვილი ეყოლა: ეროდე, ივანე, გინატრე.
დედის გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვანი გინატრე მონაზვნებს გაუზრდიათ, განათლება მიუციათ (ეკლესიაში), 15 წლის გაუთხოვებიათ; 1880-1896 წლებში იგი ბახვის სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა. ივანეს ხუთი შვილი შეეძინა, ეროდეს არ მიეცა. ეროდემ სთხოვა ძმას, ერთი შვილი ჩემს სახელზე იყოსო. ივანემ: აირჩიე რომელიც გსურს, წაიყვენა და აღზარდეო. ეროდემ იუარა: რას ქვია წავიყვანო! დედმამიშვილებს ერთმანეთს როგორ დავაცილებთო, ნება მოგვეცი მე და ჩემი მეუღლის ნაოფლარი შემოგაშველოთ და ყველა ერთად აღიზარდოსო. ასეც მოხდა: გაყოფილი მამულის შუა გავლებული წნელის ღობე ფიჩხად მოიხმარეს და ყველამ ერთად დაიწყო შრომა ხუთი ბავშვის აღსაზრდელად. მათი ოჯახი განუყოფელი იყო: დილას, შუადღეზე და საღამოს სუფრასთან 16 სული ჯდებოდაო.
ისე მოხდა, რომ ერთი გორდელაძეთაგანი ამ ოჯახებიდან მეტად გამორჩეული იყო და ისტორიაში შევიდა. სამწუხაროდ ვისი ძე იყო ცნობილი არაა. ბახვის სოფლის საზოგადოებამ, სამღვდელოებამ, სკოლის მასწავლებლობამ მას, ალექსანდრე გორდელაძეს უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა, წვრილი ერის  ამ საუკეთესო წარმომადგენელმა განსწავლულობით, სიტყვა-პასუხით, დახვეწილი მიხვრა-მოხვრითა და თავდაჭერით რჩეულმა, დაიმკვიდრა უდიდესი პატივი, სიტყვა ეთქვა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის (ქიქოძე) ნეშტთან, მისი დაკრძალვის დღეს. ეს ისეთი სიტყვა იყო, რომელიც მთელს საქართველოში გავრცელდა. იგი შევიდა მჭერმეტყველების ისტორიაში ილია ჭავჭავაძისა და დარია ფაღავას სიტყვების გვერდით.

ცირა ნიკოლაიშვილი

ალექსანდრე გორდელაძის სიტყვა, თქმული გაბრიელ ეპისკოპოსის დაკრძალვაზედ, ქუთაისის სობორში

   
 დღეს მთელი ჩვენი ქვეყანა სტირის და გლოვობს ჩვენი ბრწყინვალე ვარსკვლავის ჩასვენებას, შენს მოშორებას. სტირის დიდი და პატარა, სტირის თავადი და გლეხი, მდიდარი და გლახაკი, მეცნიერი და უმეცარი, სტირის სულ ყველა და მიზეზიც აქვსთ ტირილისა. მაგრამ ამ საერთო ტირილში უფრო საერთო ტირილი და გლოვა გვმართებს ჩვენ, შენი სოფლის შვილებს, შენს ბახველებს. შენს საწყალ სოფელს ახვედრა ღმერთმა ამ სამოცდაათი წლის წინეთ ბედნიერება მით, რომ იგი აირჩიე შენ სამშობლო კუთხედ. ჩვენს სოფელში გაახილე შენ პირველად ბედნიერი და მადლიანი თვალები, პირველად შენ ჩვენი სოფლის ცას შეხედე, ამ სოფელში გაატარე პირველი დღენი შენი პატარაობისა, აქ გაგიბრწყინდა გულში პირველად ნაპერწკალი სიმართლისა, სათნოებისა და სიყვარულისა. ამ ნაპერწკალმა აქ დაიწყო პირველად ზრდა და შემდეგში შეიქმნა დიდ, ბრწყინვალე ვარსკვლავად, რომელიც გახდა მთელი ჩვენი ქვეყნის მანათობელი, მაგრამ პირველი სხივები ამ დიდი ვარსკვლავისა მაინც ჩვენს სოფელს მოსწვდა და გაათბო იგი. პირველად აქედან დაწყო შენი კაცთმოყვარეობითი ზრუნვა, საზოგადოდ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით შენი სოფლისთვის. ჯერ კიდევ სასწავლებელში იყავი, როდესაც დაიწყე ზრუნვა სოფელზე მით, რომ გააცნე პირველად შენს ნათესავებს სწავლის სიკეთე  და დღეს გურიის ვერც ერთი სოფელი ვერ მოსთვლის იმდენ უმაღლეს სწავლადასრულებულ შვილებს, რამდენიცა გვყავს ბახველებს შენის წყალობით საქართველოს ყველა კუთხეში. ამ პირველ შენს სიკეთეს ჩვენს სოფელზე მოჰყვა მრავალი საზოგადო სიკეთე, რომელთა შორის აქ დავასახელებ, მხოლოდ უმთავრეს მათგანს. ამ ოც და ხუთი წლის წინად შენი სოფელი იყო ერთი უნაყოფო ღარიბ სოფელთაგანი გურიაში. მას არც რიგიანი ეკლესია ჰქონდა, არც სკოლა და სახმარ წყალსაც კი თითქმის მოკლებული. დღეს კი, შენის წყალობით ჩვენი სოფელი ყოველის მხრივ დაწინაურებულ სოფლად ითვლება ჩვენში. მას ააქვს შენი საკუთარი ხარჯით აგებული ტაძარი, აქვს ორკლასიანი სასწავლებელი ბაღითურთ, რომელიშიაც არა თუ მარტო ბახვის თაობა იღებს პირველდაწყებით სწავლასა, მთელი გურიის სხვადასხვა სოფლის შვილებიც კი იზრდებიან.
შენისსავე უხვი შეწირულობითა დაარსებულია ჩვენში სასოფლო გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობა, რომელიც აგერ 16 წელიწადია ხელს გვიწყობს და თავიდან გვაშორებს უდიერი სარგებლის გადახდას; შენისავე შემწეობით მოირწყო და განაყოფიერდა ჩვენი უწყლო და მწირი ადგილები. ერთი სიტყვით შენ იყავი, მოწყალეო ბატონო, ულევი წყარო ჩვენი კეთილდღეობისა.
მაგრამ ყველა ეს წყალობა რა არის იმ ზნეობით გავლენასთან, იმ სულიერ საზრდოსთან, რომელიც ჩვენ შენგან გვეძლეოდა! შენი მობრძანება ჩვენში ბრწყინვალე დღესასწაული იყო. ჩვენ, შენი ბახველები სწორედ იმ სახით წარმოვიდგენდით ქვეყნად მყოფ მაცხოვარს რა სახითაც შენ გხედავდით, ჩვენს წინ მდგომარეს, საქადაგებლად გამოსულს, ჩვენი ეკლესიის გალავანში ცაცხვის ქვეშ, სახეგაბრწყინვებულს, მადლით და სიყვარულით სავსეს.  შენი ანგელოზებრივი სახე, შენი ცხოველსმყოფელი სწავლა-დარიგება ამოუშლელად იბეჭდებოდა ამ დროს ჩვენს გულში; შენი სიტყვების მადლი და სათნოება გვავიწყებდა ყოველს ქვეყნიურ ჭირსა და ბოროტებას. შენი სიახლოვე გვითბობდა სულს, გვიპატიოსნებდა გულს, რის გამოც ყოველი უბედური, ყოველი დამწუხრებული შენი სოფლისანი შენთან მოეშურებოდა ნუგეშის მისაღებად და ამიტომაც იყო, რომ შენ ჩვენში ერთი საათის მოსვენებაც არ გქონდა. მუდამ გარს გეხვეოდით და ვსარგებლობდით შენის ანგელოზებრივი გულკეთილობითა, შენის თავმდაბლობითა, შენის კაცთმოყვარეობითა! ვაი, თუ ჩვენს გარდაც სხვაგანაც ასე გაწუხებდნენ, ჩვენო ძვირფასო ბატონო და მით ჩვენ გავხდით მიზეზნნი ჩვენისავე უბედურებისა. თვითონ ჩვენ მოგისწრაფეთ დაუფასებელი სიცოცხლე! თუ ეს ასეა, ამიტომაც დაგვსაჯა ღმერთმა და ასე სასტიკად წაგვართვა ეს ძვირფასი საუნჯე, რომლის მოხმარება ჩვენ ვერ შევძელით ჩვენის უმეცრებისაგან, მაგრამ შენ ხომ შენი საწყალი ბახველების აზრით უკვდავი იყავი და ვინ წარმოიდგენდა, რომ სიკვდილი შეგეხებოდა! შენს ბახველებს დღესაც არ სჯერათ ეს საშინელი თავზარდამცემი ამბავი, ჩვენში ვერავინ ახსენებს ერთად ამ ორს ყოვლად მოუწყობელს, ყოვლად შეუფერებელ სიტყვებს: ,,გაბრიელი და სიკვდილი"! ეს ორი სიტყვა არასოდეს არ მოთავსდება ერთად ჩვენს წარმოდგენილობაში. ჩვენი ბრწყინვალე გაბრიელი, ჩვენი ანგელოზი და სიკვდილი, ეს ხომ საშინელებაა, თავზარდამცემია, გამაქვავებელია! ჩვენი ყოფნა და შენი არყოფნა, ჩვენი უშენობა საშინელია! აუტანელია! უზომოა და გამოუთქმელი ჩვენი მწუხარება, მაგრამ რამდენადაც ეს მწუხარება დიდია, იმდენად სანუგეშებელი საბუთიც, ჩვენ სხვაზე მეტად ნუგეშცემული იმითი ვართ, რომ შენ ხარ ჩვენი საწყალი სოფლის შვილი, ჩვენი ბატონი გაბრიელი, ჩვენი საუნჯე, ჩვენი დიდება! ჩვენ თვით ამ უბედურებაშიც ბედნიერი ვართ იმით, რომ შენს დიდებულ, უკვდავ სახელთან ჩვენი საწყალი სოფლის სახელიც უკვდავი ხდება. ამით ვიამაყებთ ჩვენ და ჩვენი მომავალი შთამომავლობა, რომელიც, რასაკვირველია, ჩვენზე უფრო შესძლებს შენს დაფასებას, ჩვენი სოფლის უკვდავო და დიდებულო შვილო!




წყარო: მღვდ. მელიტონ კელენჯერიძე: ,,გაბრიელ, ეპისკოპოსი იმერეთისა", 1913, სტამბა ,,ძმობა", გვ. 4.

ფოტო: 1.იმერეთის ეპისკოპისი გაბრიელი (ქიქოძე), 1860-1895 წლებში.
             2. განსვენებული გაბრიელ ქიქოძე 1896 წლის თებერვალი.

მასალის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი ქ. ცირა ნიკოლაიშვილს.