воскресенье, 17 мая 2015 г.

ილია ჭავჭავაძე - ქართული ხალხური მუსიკა

ქართული სიმღერა, გალობა, სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში მწყობრის ხმა ჰშველის წყობილ-სიტყვაობას  და  წყობილ-სიტყვაობა  მწყობრს   ხმასა, რათა   მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თავისის გულის ძარღვისცემასიმღერა იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ჩვენებური ზარი, ეგ გლოვის მუსიკა, პოეზიასთან და-ძმასავით შეთვისხორცებული, იგივე სიმღერაა სევდა-მწუხარებისა, როგორც მაგალითებრ მაყრული - სიხარულისა და ბედნიერებისა, როგორც ორ-პირი - ვაჟკაცობისა, მედგრობისა  და  მხნეობისა...
სიმღერა გულის-თქმაა, როგორც ცალკე კაცის გული, ისე  მთელი ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს... ამის გამო გულის-თქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზიაა, რომელსაც ლესსინგი მუსიკას ეძახის, იგივე ენაა, მხოლოდ ხორცთ-შეუსხმელი, სიტყვით არ-განსაზღვრული, სიტყვით არ-გამორკვეული, იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა, ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველება. ქართველი, როცა ჰკვნესის, სხვა-გვარად, სხვა ხმით, სხვა  კილოთი  ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი  ან  გერმანელი...
ერთის ერის სიმღერა რომ მეორეს მოეწონოს, უნდა მისთვის გასაგები იყოს, და რომ გასაგები იყოს, ისე უნდა შეაჩვიოს ყური, როგორც ენა-მეტყველობას...
შეიყვანეთ ჩვენი გლეხკაცი, ანუ იმისთანა ვინმე, თუნდა თავადიც იყოს, რომელსაც ევროპიული მუსიკა თავის დღეში  არ  გაუგონია, შეიყვანეთ და თუნდა  ბახისა, მოცარტისა  და  ბეტხოვენის  სიმფონიები  მოასმენინეთ, იმას არ მოეწონება, თუმცა კი მთელი ევროპა აღტაცებაში მოდის ხოლმე. ეგ იმიტომ კი არ მოსდის, როგორც ზოგიერთნი ბრიყვნი ამბობენ, რომ იგი გლეხკაცი ანუ თავადი კაცობრიულ ნიჭს მუსიკის სიამოვნებისას მოკლებულია. აქ მიზეზი მარტო გაუგებრობაა, არ-ცოდნაა, და არა გრძნობა მოკლებულობა...
სიმღერის, პოეზიის სიამოვნების ნიჭი საყოველთაო კუთვნილებაა ადამიანისა. არ არის ქვეყანაზედ ადამიანი ამ ნიჭს მოკლებული, ყრუისა და მუნჯის მეტიარ ვიცით, თეორია ამაზედ რას იტყვის, ხოლო რამოდენადაც ეს სხვადასხვაობა გასარჩევია ყურისათვის, იმოდენად მართალი ვიქნებით ვსთქვათ, რომ აზიის არა რომელისამე ერის სიმღერას არა ჰგავს აქაური ბანით სათქმელი სიმღერა...
აქ საკუთარი, თვით-ნარჩენი, თვით მყოფი სიმღერაა და ამ მხრით მუსიკის მცოდნე კაცთა თვალში ქართული სიმღერები სრულს ახალს ამბავს უნდა  წარმოადგენდეს მუსიკის ისტორიისა  და  თეორიისათვის...
არიან ჩვენში მუსიკის მცოდნე უცხო ქვეყნის ორიოდე კაცნი, რომელნიც ამ მხრით დაჰკვირვებიან ჩვენს სიმღერებს, სცდილან მისი ვითარება, თვისება, ხასიათი ზედმიწევნით და ღრმად ემცნოთ და იმათაც ფიქრად მოსდით იგივე, რაც ჩვენა ვსთქვით ქართულის სიმღერების თვით-ნაჩენობისა და თვით-მყოფობაზედაც, რომელიც ასე კადნიერად უარჰყოფს მუსიკოსობას ჩვენის სიმღერისას და ამბობს, რაღაც ველურის, ნადირ-კაცის ბღავილიაო და არა იგი მწყობრი, ხმა-ტკბილი გალობა, რომელიც კაცს ესიამოვნებაო...
ის მუსიკის მცოდნე კაცნი, რომელიც დღეს მიუზიდნია ქართულის სიმღერების სიკეთეს და სიტკბოებას, ბევრს ღირსებას ჰპოულობენ და ბევრსაც მეცადინეობენ გადაიღონ ნოტებზედ საყოველთაო  საცნობელად.

ილია ჭავჭავაძე - 1896 წელი. 


წიგნიდან : ილია ჭავჭავაძე -  ,,ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვიალია" - ავტ. ზაურ თეთრუაშვილი (წიგნი მეორე) 22.02. 2012 - 15.10.14 წწ. 

აკაკი წერეთელი - რამოდენიმე სიტყვა ქართული გალობის აღდგინების გამო


მე მგონია, ცხადი უნდა იყოს ყველასთვის, რომ საქართველოს ერთობის დროს ენაც ერთი გვქონია, ღრმად შემუშავებული და წესივრადაც დაკანონებული. ამას გვიმტკიცებენ: ,,ვერფხისტყაოსანი“, ,,ვისრამიანი“, ,,დარეჯანიანი“, ,,რუსუდანიანი“ და სხვ. აგრეთვე აღარც ის არის საეჭვო, რომ სამეფოს გაყოფისა და დაცალცალკევების შემდეგ ენასაც ხრწნილება შეპარვია. ადგილობრივი კილო მიუღია და ისე შელახულა, რომ დღეს ის კანონიერი ენა აღარსად ისმის, - მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს ენის სრულიად დაკარგვას. ავიღოთ, მაგალითად, ძვირფასი რამ მანიაკი: ის რომ იმისთანა უფსკრულში ჩავარდეს, საიდანაც ამოღება შეუძლებელია, მაშინ ეთქმის დაკარგულობა და თუ მხოლოდ ის ძაფი გაუწყდა, რომელზედაც აუსხავთ მისი მარცვლები, გაიფანტა მარგალიტები და გაიბნა აქეთ-იქეთ, სხვადასხვა კუთხეებისკენ, ეს არ იქნება დაკარგვა. საჭირო იქნება მხოლოდ იმ გაბნეული მარგალიტების მოძებნა, პოვნა, აკრეფა, მოგროვება და ხელახალ ძაფზედ ასხმა, და ხელში დაგვრჩება ისევ ძველი სამკაული, გაწმენდილი და გაახლებული, მაგრამ მარტო ერთ რომელიმე კუთხეში რომ აკრიფოს ვინმემ მხოლოდ იქ მიგორებული მარცვლები და სხვაგან აღარ ეძიოს, თანვე იმ მარგალიტებს ააყოლოს ლობიოს მარცვლებიც, აასხას მანიაკად და იძახოს: ეს არის ნამდვილი ის ჩვენი ძველი მანიაკიო, ეს იქნება პირდაპირი ან უგუნურება და ან სიზარმაცის ნიშანი.
სწორედ ამგვარ მდგომარეობაშია დღეს ქართული ენა და ზოგიერთა მისი ცოდნის მჩემებლებს - ზოგს ქალაქური, კინტოური, სხვადასხვა ენებისგან შემდგარი ენა ჰგონია ნამდვილი ქართული, ზოგს სიტყვებდაკარგული ამერული და ზოგს სხარტულობით გაცეტებული იმერული, მაგრამ ყველანი კი სტყუიან და, სანამ ყოველ კუთხეს არ მოივლიან, ყველგან არ გამოსძებნიან სიტყვებს და არ შეასწორებენ ძველთაგან, ცუდად მოყვრობენ სამშობლო ენას.
რაც ენის შესახებ ვსთქვით, ისევე ითქმის ქართულ გალობაზედაც. თავდაპირველ ბერძნულიდან შემოგვიღია გალობა. მაგრამ ისე კი გაგვიქართულებია, ესე იგი მიგვიცია ისეთი ადგილობრივი კილო და ხასიათი, რომ დედანს აღარ გვაგონებს და ჩვენს ეკლესიას ეკლესიას პატივსაცემად და საგონებლად იმ პირველ მოძღვრისა, ქართულ გალობაში ,,ისპოლა“ დაუტოვებია და დღესაც ბერძნულის სიტყვებით ჰგალობს. ენისა არ იყოს, გალობაც ადრე ერთი და იგივე ყოფილა საზოგადოდ საქართველოში  და დღეს კი ისიც დამახინჯებულია. ამ ნაკლულევანებას ყოველთვის ვგრძნობდით, გვინდოდა როგორმე ნოტებით აღგვედგინა, მაგრამ დღემდის მცოდნე პირები გვარწმუნებდნენ, რომ შეუძლებელიაო  და დღეს კი, როდესაც ბ. ქორიძემ მაგალითი გვიჩვენა, ყოველი კუთხიდან გამოჰყვეს თავი და შინაური, თუ გარეული იმას იძახის: არა, მე უკეთ შევადგენ და არა მეო!.. კეთილი და პატიოსანი!.. ძალიან კარგი, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ იმათ პირადი რამ ანგარიში და კუდაბზიკობა ამოქმედებთ და სხვადასხვა ჩვეულებრივ ხრიკებს იქამდი მიუწევია, რომ ლამის საქმე არივ-დარიონ რაღაც წვრილმანური პატრიოტობის გამოჩენით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაკვირვებს კომიტეტის მოქმედება ის ისეთ რამეებს აჰყოლია, რომ თუ ერისკაცთაგანაც საზოგადო თანაგრძნობისა და დახმარების სურვილი აქვს ამ საქმეში, ასე არ უნდა იქცეოდეს! ერთი ამბობს: ,,მე ჯერ შევისწავლი ნოტებს, მერე დავივლი იმერეთს, შევასრულებ გალობას და მერე დაგიწერთო“. მეორე არწმუნებს, რომ მე არც ენა ვიცი და არც ხასიათი, მაგრამ ნოტებზე კი, რაც გინდათ, თვალის დახამხამებამდი გადაგიღებთო და სხვ. და სხვ. კომიტეტიც ყურს უგდებს და არ იცის, რა ქნას!.. საქმეს ტყუილუბრალოდ აჭიანურებენ და საგულისხმო ვერა გამოურჩევიათ რა. ბოლოს კი, თითქოს აუქციონით ჰყიდდნენ რამეს, გადაუწყვეტიათ, ვინც უფრო იაფად გადაიღებს, იმას მივცეთო და, რასაკვირველია, რომ ესეც უბრალოდ და უსარგებლოდ დროის დაკარგვაა. როგორ თუ გადაიღებს? ჯერ აღდგინება უნდა და მერე გადაღება!..  განა დაწერა და გადაწერა ერთი და იგივეა? ვინც კი ანბანი იცის, იმას ადვილად შეუძლიან უმეტ-ნაკლებოდ გადახატვით გადასწეროს, რასაც კი მისცემთ გადასაწერად, მაგრამ, თუ ის ენა არ ესმის და შესწავლილი არა აქვს, რომლიდანაც სწერს, როგორ გაიგებს - სად რა შეცდომაა, სად მეტია, სად აკლია, და, მაშ, როგორღა გაასწორებს და აღადგენს დედანს? გალობაც ასე: ,,ანბანურად“ ნოტებით მისი გადაღება ძნელი არ არის, მაგრამ აღდგინება? ნუთუ ქართული გალობა ისე დასრულებულია, რომ აღარ ეჭირვება რა გარდა ნოდებით გადაცემისა? და სად არის გალობა? და რომელია? ზოგი ამტკიცებს ,,კარბელოვის“ გალობააო და ზოგი იძახის ,,გურულიაო“! უკაცრავად კი გახლავართ, მაგრამ ორივე მხარე კი სტყუის...
,,კარბელოვის“ გალობა არის მხოლოდ პირველი დასაწყისი გალობისა, პირველი გაკვეთილი და იმ პირველ მუხლით გალობენ ყოველ საგალობელს, ისე როგორც ახალი მოსწავლე ამოსაღებით ჰკითხულობს ყოველგვარ წიგნს, ,,ალილოს“, ,,სალხინოს“, ,,საზაროს“, ,,საძილისპიროს“, ,,სადღესასწაულოს“, და ,,ჭრელს“, თუ ,,საკარნახოს“ - ყველას ერთიანად იმავ კილო-ხმით გალობენ.
გურული გალობა, მართალია, სრული სკოლა არ არის, მაგრამ მეტის კრიმანჭულებით გადაუსხვაფერებიათ, გადაუცდენიათ კანონზე და ძველებურად ვეღარც ის ხატავს საგანს და, მაშასადამე, ეს გალობები რომ გადავიღოთ მითი მოვრჩეთ საქმეს, პირველ შემთხვევაში, უგუნურება იქნებოდა და, მეორეში - შეცდომა. არა, კომიტეტს თუ მართლა გულწრფელად სურს გალობის აღდგინება, უნდა აიჩინოს მცოდნე პირი. იმან უნდა მოიაროს მთელი საქართველო, ყოველ კუთხეში და ყოველგან დაუგდოს ყური საერო კილო-ხმებს, თვითონაც შეისწავლოს; ნამეტანი რაც შეჰპარვია გალობას, გამორიცხოს, რაც აკლია - შეავსოს, აღადგინოს ნელ-ნელა აუჩქარებლად და სხვებსაც ასწავლოს: ამგვარად შედგება სკოლა და გალობაც თანდათან სისრულეში მოვა. როგორც საქმის მოსარჩლე და არა პირადობისა, ვიტყვი, რომ ამგვარი მოთავე კიდეცა გვყავს ბ. ქორიძე. ვისაც გაუგონია მისგან ნოტებზედ გადაღებული გალობა  და სიმღერები, თუ არა ჟინით, წინააღმდეგობას ვერ დაიწყებს. ჩვენ არ ვიტყვით, რომ კიდევ უკეთესიც არ შეიძლებოდეს, მაგრამ ეს საზოგადო კანონია ყოველისფრისათვის!.. დღეს თუმცა მხოლოდ მარტო სამს ხმაზედ არის შედგენილი ეს გალობა, დანაშთენი ხმები არ ჩაერთვის და გუნდიც არ შემდგარა, მაგრამ მაინც გულს ელხინება მისი მოსმენა.  განსაკუთრებით გურული კრიმანჭულები საუცხოვოდ არიან გადაღებულნი. გალობას მხოლოდ ერთი მცირე რამ შევნიშნეთ, რომელიც ადვილი გამოსაწორებელია: სამივე ხმა ერთად იწყებს და ეს წინააღმდეგია ქართული გალობის: ,,მოძახილი“ მიტომ ჰქვიან ერთ ხმათაგანს, რომ მერე უნდა დაეხმაროს, საზოგადოდ მთქმელი იწყებს, მაღალი ბანი მოსძახებს, კრინი აბამს, ბანი მხარს აძლევს, დგრინი აგვირგვინებს და ძილი ატკბობს...
ამათ ყველას თავ-თავის დრო აქვს და შიგადაშიგ შეერთებულად ხმას გამოსცემენ ხოლმე და კიდეც ამაშია ჩვენი გალობის ტკბილხმოვანების საიდუმლო.



აკაკი წერეთელი - 1884.   


წიგნიდან: ,,მამული, ენა, სარწმუნოება" - თბილისი. 2012 (წერის სტილი დაცულია)

понедельник, 4 мая 2015 г.

ექვთიმე კერესელიძე - შთასახედი


qarTuli galobis wesi da kanoni aris, rom qarTuli galoba unda iswavlon: jer namdvil kilozed mis moswavleebma da mere Tu daisaWirova misi gamSveneba.
yvela sagalobels Tav-Tavisi sakuTari bunebiTi kilo aqvs, da es kilo, misi sakuTari bunebiTi gza aris; roca mgalobeli namdvil kiloze ityvis sagalobels, is advilad igalobebs, advilad da martivad gava bolomdis, da adviladve iswavleba da aswavlis, xolo Semdgomad swavlisa, ecodineba yvela muxlebis xmis mimoxvrani, Tu rogori da ra nairia, da Tu unda rom igalobos kiloze ufro umSvenieresad, maSin mgalobeli Tavis smenisa da niWisamebr Siga da Sig zogierT kilos muxlebidgan xmiT gadava Sesaferad galobisa da Tavis niWisamebr Siga da Sig gaamSvenebs, gaavardiSebs da Semdeg isev Siga da Sigve kilossave kvals daadgeba. am gvarad yovel niWier kacs kilos mixedviT sxva da sxva nairad SeuZlia gaamSvenos da gaavardiSos. xolo Tu kilo ar iqmna, maSin raRa unda gaamSvenos?! maSasadame kilo aris safuZveli galobisa, romlis xmis ZarRvzed yvela xmis mimoxvrani damokidebul arian. vinc galoba kilozed kargad iswavla, is mixvdeba Tu sad ra nairi vardiSi da xmis triali gaewyoba; xolo Tu kilo galobisa ar iswavle, aramed iswavle martiva[d] vardiSiT Tqma, is ver mixvdeba da verc miagnebs Tu ra nairi kilosi iyo is sagalobeli! amitom sagalobeli an marto kiloze unda igalobon, an SigadaSig gamSvenebiT. xolo marto gamSveneba da gavardiSeba mTeli sagalobelisa ar SeiZleba: is iqneba usafuZvlo da uargisi, radgan gadavardeba Tavis wesieris gzidgan da daikargeba kilo, da kilos dakargva igive galobis dakargva aris. amitom am qvemoT Tqmul notebiT sagalobelSi davswereT kiloTi da SigadaSig zogierTi muxlebi gamSvenebul-gavardiSebiT, da sadac gamSvenebuli muxlia, iqve imave fardebsa da zomebSi or nairad davswereT: kilos Tqmas Tavisi gza miveciT: zemoT notis xelebis aweviT, da vardiSs anu gamSvenebas Tavisi gza: notis qvemoT xelebis daSvebiT; am nairi wesiT erTi da igive sagalobeli or nairad SeiZleba igalobos, kiloTic da vardiS-gamSvenebiTac. am nairad dawerils sagalobels am wignSi xSirad SexvdebiT.
rogorc zemod vsTqvi: kilos sagalobels Tavisi bunebiTi gza aqvs Tavidgan bolomdis, xolo gamSvenebas ki erTsa da igivemuxlSi sxvadasxvanairad avardiSeben da amis gamo gamSvenebas erTi niadagi ara aqvs. kilos sagalobeli umaRlesad kanonierad cnobili, miRebuli da damtkicebuli aris vidre vardiSi.
kilo galobis swavla TiTqmis yvela kacs SeuZlia, xolo gavardiSebuls ki, yvela verc ityvis da verc iswavlis.
Cven Zvel dros: saswavlebelebSi yovelTvis kilos galobas vaswavlidiT xolme zepir- metyvelebiT. agreTve yovelgan samRvdelo da sadiakvneebs kilozed vaswavlidiT galobas, kidec egzemenebs iWerden da saRmrTo samsaxurSi Sediodnen.
am gvarad axlac ueWveli saWirod Seiqmna, martivi kilo, galoba, sada, da gauardiSebeli: rogorc calfa pirvel xmad saTqmelad mRvdelTa da diakonTaTvis, egreT sam xmazed gawyobili mgalobelTa saTqmelad. amitom davswereT notebiT mTeli sami wirvis wesi sam xmaze gawyobiT. Tavis yovel sadResaswaulo troprebiT da mecxre sZlispirebiT: martiv, sada, bunebiTi kilozed da miveciT am wignSi sakuTari adgili, romlis Semdegic ixileT.


†  wmida eqvTime aRmsarebeli (kereseliZe)

1. daculia xelnawerTa erovnul centrSi, Q674, gv. 89-9.
2. stili daculia.

воскресенье, 3 мая 2015 г.

ილია ჭავჭავაძე - სიტყვა თქმული კონსერვატორიაში გამართული დებატების შესახებ - 01.05.2015 (ექსპერიმენტი)


1. ,,ჩვენ გვიკვირს, იმ ათას კაცში, რომელიც ამ წლევანდელ კრებას დაესწრო, ერთი როგორ მაინც არ გამოჩნდა იმისთანა, რომ კრებისათვის თვალი აეხილებინა და ეთქვა: “ამას რას ვჩადით? როგორ ვკადრულობთ, რომ არც-კი გვინდა გავიგოთ, ჩვენთან ერთად ჩვენი მოწილე, ჩვენი მოამაგე, ჩვენი მოძმე მოსულა აქ ჩვენს საერთო საქმეზე ჰოსა და არას სათქმელად, თუ სასაცილოდ ავუგდივართ ვისმე, რაღაც ფარატინა დაუჭერია ხელში და უნდა ჩვენი ღირსება გადათელოს და თავისი საკუთარი ჟინი და თავგასულობა ჩვენდა საერთო სურვილად გადააქციოს.”  (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 4 აგვისტო).

2. ,,უსაბუთოდ გამოლაშქრება კაცზედ, მისი გაუპატიურება, მისის ღირსების აქეთ-იქით თრევა, მისის პატიოსნების წაბილწება და თელვა, მისის განზრახვის, სინდისის და გულისნადების თავისებურად ჩხრეკა და აქოთება ისე გვეადვილება არამც თუ შინაურს ლაპარაკში, არამედ საჯაროდაც, რომ თითქო ბაკლა და ისპანახი იყოს.”  (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. ივნისი).

3. ,,იმ ათას კაციან კრებულში ერთმა მაინც როგორ არ იგრძნო მთელი უკეთურობა, მთელი წინდაუხედაობა, მთელი უკადრისობა ამისთანა საქციელისა, რომელიც უფრო მუშტის გაძალიანებასა და ძლევამოსილობასა ჰგავს, ვიდრე ჭკვადამჯდარ გონიერების განსჯასა და განკითხვას? როგორ ერთი ვინმე არ აიმღვრა სულით და გულით და სამართლიანის რისხვა-ჭექით არ აუხილა კრებას თვალი ამისთანა საქციელზედ?თითქო არ იცოდნენ კი, ეს ამოდენა ხმა ვისია, საიდამ არის და როგორ არის დაჩემებული.”  (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 4 აგვისტო).

4. ,,დღეს ისეთი დღეა, რომ თვითეულს სიტყვას დიდის სიფრთხილით უნდა მოვექცეთ, და ვიდრე სხვისა თქმულს ბეჭდვით საჯაროდ განვიმეორებდეთ, ავწონ-დავწონოთ, რა თქმულა და როგორ თქმულა. დღეს ისეთი დროა, რომ თვითეული ჩვენგანი უნდა განკითხულ იყოს და პასუხის მგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე თავისის სიტყვისა და საქმისაებრ და არა იმისებრ, რასაც სხვანი ან დაუდევრობით, ან წინდაუხედაობით თავზე მოახვევენ.” (“წერილი რედაქციის მიმართ”. 1905 წ. 9 მარტი).

5. ,,რანი ვართ? ვის სათამაშოდ და სამასხარაოდ გაგვიხდია თავი? ქვევრები ვართ, რომელთა რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოიძახონ, თუ ადამიანები, რომელთათვისაც ღმერთს გონება და ჭკუა მოუცია, რომ ათჯერ ჰზომოს და ერთხელ გამოსჭრას, ნამეტნავად იქ, საცა საზოგადო საქმეა, ყველასათვის ერთნაირად საზრუნავი და გულშესატკივარი.” (“ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო”. 1890 წ. 2 ნოემბერი).

6. ,,თუნდ ეგეც არ იყოს, თუნდ არავისაც არ ეკადროს ჩვენი მოტყუება, მაინც გაუსინჯველად რწმუნების წერილების მიღება თვითნებობა იქნება და რას იტყვიან ჩვენზე: აი, ერთად-ერთი საზოგადო საქმე აბარიათ, ერთად-ერთი საქმე აუჩენიათ, და აღარც წესს დაგიდევენ, აღარც რიგს, აუღიათ და რაც ჟინსა და ახირებას მოუწადინებია, იმას სჩადიან. არა, ნუ ვიქმთ მაგას, ნუ გავიტეხთ სახელს. ამას ითხოვს ჩვენი საკუთარი ღირსება, მართებულობა, ჩვენი საზოგადოებური პატიოსნება, საზოგადოებური მაღალზნეობა და მოვალეობა.” (“ქუთაისის ბანკის საქმე”. 1890 წ. 4 აგვისტო).

7. ,,ეხლანდელი დრო და მასთან ერთად ყოველივე ცოტად თუ ბევრად გონებაგახსნილი კაცი და ქალი რომ ხმამაღლა ჰღაღადებს ხელშეუხებლობას ადამიანისას, განა მარტო პოლიციის მიერ ხელშეუხებლობა აქვს სახეში, არამედ ყოველგვარი ხელშეუხებლობა და, სხვათა შორის, იგიც, როცა სამარცხვინო და სახელგასატეხ ბრალს რასმე სდებს ერთი მეორეს ტყუილისა და მართლის წინასწარ გამოუძიებლად და აუწონლად.” (“ნუთუ”. 1905 წ.)

8. ,,ლანძღვა-გინებაც ხელშეხებაა ადამიანის ღირსებისა, მაგრამ არა იმ ზომისა, რომ საქმიანმა პრესამ ამის გამო ბუკი და ნაღარა დაჰკრას. ლანძღვა-გინება უმართებულო საქციელია და მარტო მლანძღველის სიბრიყვეს მოასწავებს, ხოლო სიბრიყვე ავზნეობის ნიშანი კი არ არის. გაუზრდელობის, გაუწვრთნელობის საქმეა. იმდენი დღეგრძელობა თქვენა გქონდეთ, რამდენი ქვეყანაზედ ბრიყვი და უზრდელი კაცი იყოს და ამასთან ყოვლად კარგი და პატიოსანი”. (“ნუთუ”. 1905 წ.).

9. ,,კიდევ ვიტყვი, რომ პირველდაწყებითი კანონი და მოძღვრება მთელის განათლებულის თუ გაუნათლებელ კაცობრიობისა ის არის, რომ ჯერ ბრალმდებელს უნდა დაასაბუთებინოთ ბრალდება იმოდენად, რომ დასაჯერი მაინც იყოს, რომ ჯერ ბრალმდებელს უნდა დაასაბუთებინოთ ბრალდება იმოდენად, რომ დასაჯერი მაინც იყოს, და მას მერმეთ, დიახ მხოლოდ და მხოლოდ მას მერმეთ მოეკითხოს ბრალდებულს პასუხი. და უამისოდ ბრალდებულთა სკამზე დასმა ადამიანისა პასუხის საგებლად წაწყმედაა, მიწასთან გასწორებაა, პირქვე დამხობაა იმ საკაცობრიო სამართლისა, მართლმსაჯულებისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ადამიანური ურთიერთობა, მთელი ადამიანური ყოფა-ცხოვრება. (“ნუთუ”. 1905 წ.).

10. ,,დღეს ბალღმაც კი იცის, რომ უსწორ-მასწორობა, უჯრა-უჯრობა, გუნდ-გუნდობა კაცთა საზოგადოების აგებულებაში, პატარაა იგი საზოგადოება თუ დიდი, ყველა წარჩინებულ კაცთაგან ცნობილია წარმატების დამაბრკოლებელ მიზეზად”. (“პოლემიკური წერილები “ცხოვრება და კანონის” გამო”. 1887 წ. 3 იანვარი).


ილია ჭავჭავაძე

 სტატია შედგენილია ჩემს მიერ, გიორგი გორდელაძე - 03.05.2015